წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
წიგნი შედგება ავტორის ორი მცირე ზომის ესესგან. პირველი ესე წარმოადგენს ფროიდის ერთგვარ კრიტიკას. როგორც ავტორი აღნიშნავს, მისი ამ მცირე ზომის წიგნის მიზანია, რომ იპოვოს თუნდაც რაღაც საყრდენი წერტილი იმ ბუნდოვან სფეროში, რომელიც არაცნობიერის სახელითაა ცნობილი. მეორე ესსეი – „პორნოგრაფია და უხამსობა“ – გარკვეულწილად მიძღვნილია მორალისა და საკუთარი თავის გაცნობიერებისადმი, ისევე როგორც სექსუალური ურთიერთობის როლის აღნიშვნისა და ხაზგასმისათვის და ა.შ.
ავტორის მცირე ზომის წიგნი – „მედიტაცია და მისი მეთოდები“, რომელიც ორ ნაწილად იყოფა, შედგება უამრავი მცირე ზომის საუბრისგან. პირველი ნაწილი – მედიტაცია იოგას მიხედვით – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: რა არის მედიტაცია?, გარემო მედიტაციისთვის, პირობები მედიტაციისთვის, დრო მედიტაციისთვის, გონება და მისი მოთოკვა და სხვა. მეორე ნაწილი – მედიტაცია ვედანტას შესაბამისად – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: ღმერთის ვედანტური კონცეფცია, გაცნობიერების მიზანი და მეთოდები, ლოცვა გასხივოსნებისთვის, დე-ჰიპნოტიზაცია სხვა.
ბჰაქთი-იოგა არის ღმერთის რეალური, ნამდვილი ძიება, ძიება, რომელიც იწყება, გადის და სრულდება სიყვარულში. ღმერთის ძლიერი, უსაზღვრო სიყვარულის ერთი წამი მარადიულ თავისუფლებას გვჩუქნის. გამოცემა აიერიანებს ვივეკანანდას რამდენიმე ტექსტს: ბჰაქთი-იოგა, ჩემი ცხოვრება და მისია, ჩემი მასწავლებელი, ბუდას მისია მსოფლიოს.
წიგნში „გზა ღმერთისაკენ“ ავტორი საუბრობს I. ინტელექტუალურ სადჰანაზე, II. მორალურ სადჰანაზე, III. სულიერ სადჰანაზე, IV. სულიერ გამოცდილებაზე. წიგნში ასევე ავტორი საუბრობს საკუთარ რელიგიურ გამოცდილებაზე, რწმენაზე, ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, თავშეკავებაზე, არა-ძალადობაზე და ა.შ. წიგნში ასევე შესულია მ.ს. დეშპანდის ორი სტატია, 1. განდის სულიერი მოგზაურობა, მისი იდეალი. 2. განდის გზა მშვიდობისაკენ.
წიგნი „შთაგონებული საუბრები“ წარმოადგენს იმ ლექციების და საუბრების გაშიფრულ და დამუშავებულ ჩანაწერს, რომლებსაც სვამი ვივეკანანდა 1895 წლის ზაფხულში ამერიკელ მოსწავლეთა ჯგუფთან ატარებდა. წიგნის ძირითადი თემატიკაა – სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტების და ცდომილების ამოცნობის მეცნიერება. აბსოლუტი და მაია, იოგას ოთხი სახის მსგავსება და განსხვავება, უმაღლესი მე-ს პრობლემა, დუალიზმი და მონიზმი, ადამიანის ვალდებულებები ამ სამყაროში და დიადი განთავისუფლების სტრატეგია.
წიგნი – „რა არის მედიტაცია?“ – შედგება ოშოს ორი მცირე ზომის წიგნისგან, „ცნობიერება და მედიტაცია“ და „რა არის მედიტაცია?“. წიგნში საუბარია მედიტაციის მნიშვნელობაზე, მის როლზე პიროვნულ განვითარებაში, შესაძლებლობებზე. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია მედიტაციის 39 მნიშვნელობა, როგორიცაა შემოქმედება, მეცნიერება, მდუმარება, თავისუფლება, მოწიფულობა, შემთვისებლობა, სიცხადე, გაწმენდა, გაცნობიერება, გაგება, ერთიანობა, ტრანსფორმაცია და ა.შ.
„რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკური ფორმულირების განხილვას ეძღვნება. ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ. წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა. წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.
სექსისა და სიყვარულისადმი რასელის დამოკიდებულება უმალ მოთხოვნისა და სურვილის რეალობას ეფუძნება, ვიდრე ძველ ტომობრივ და რელიგიურ ტაბუს. "ქორწინება და მორალი" არის ცხადი და მიუკერძოებელი შეხედულება ზნეობაზე, ზნეობაზე, რომელიც მხოლოდ ერთი ასპექტია რასელის წინააღმდეგობისა შემზღუდავი დოგმებისადმი, და ურყევი რწმენისა ადამიანის ადექვატურობასა და ადამიანური ინტელექტის ძალაში.
„ცნობიერება და ცივილიზაცია“ მერაბ მამარდაშვილის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ციკლია, რომელშიც თემატურად არის გადმოცემული ავტორის დამოკიდებულება („კონკრეტული და ცოცხალი შეგრძნება“) აღნიშნული საკითხისადმი. წიგნი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეთმობა იმას, რასაც ავტორი აღწერადს, ანუ ნორმალურ სიტუაციებს უწოდებს და მეორე, აღუწერად, ანუ აღწერას (პრინციპულად განუსაზღვრელ) დაუქვემდებარებელ სიტუაციებს.
წიგნი შედგება სვამი ვივეკანანდას 10 ლექციისგან (ინგლისურ ენაზე სტენოგრაფიულად ჩაწერილი), რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იქნა წაკითხული ამერიკასა და ლონდონში. წიგნი – „ძველი ინდური ფილოსოფია“, მესამე ქართული გამოცემაა შესწორებებითა და დამატებებით. წიგნში ასევე შეტანილია ვივეკანანდას მიერ 1894-სა და 1896 წელს, ლონდონში წაკითხული სამი ლექციაც – „მაია და ილუზია“, „მაია და ღვთის ევოლუციის კონცეფცია“, „მაია და თავისუფლება“. წიგნს ერთვის მთარგმნელის, ნიკოლოზ კენჭოშვილის სტატია სვამი ვივეკანანდას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, სადაც ვივეკანანდას ცხოვრების და მოღვაწეობის ძირითადი მომენტებია გადმოცემული.
ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას ამ წიგნში, რომელიც მისმა ერთგულმა ცნობილმა მეცნიერმა, ცნობილი ოთხტომეულის "სატიამ შივამ სუნდარამ"-ის ავტორმა პროფესორმა ნ. კასტურიმ ჩაიწერა, შეკრებილია სიბრძნის ფასდაუდებელი განძი, რომელიც უეჭველად დაეხმარება ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს სულიერების გზაზე, მიუხედავად ასაკისა და რელიგიური მრწამსისა.
ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას ამ წიგნში, რომელიც მისმა ერთგულმა, ცნობილმა მეცნიერმა, ცნობილი ოთხტომეულის "სატიამ შივამ სუნდარამი"-ს ავტორმა – პროფესორმა ნ. კასტურიმ ჩაიწერა, შეკრებილია სიბრძნის ფასდაუდებელი განძი, რომელიც უეჭველად დაეხმარება ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს სულიერების გზაზე, მიუხედავად ასაკისა და რელიგიური მრწამსისა.
ამ წიგნით შეძლებთ გააცნობიეროთ, რომ ის სამყარო, რომელსაც გარეშედ და თქვენგან განცალკევებულად თვლით, სინამდვილეში თქვენი ანარეკლია, სარკეა, რომლის დანიშნულებაა ღმერთისკენ მიმავალ გზაზე მიგითითოთ. აღმოაჩენთ, რომ მთელი თქვენი წარმატებები და წარუმატებლობები, ადამიანებთან დამოკიდებულებები, უბედურებები, სურვილები, ავადმყოფობები, გრძნობები, სირთულეები - ერთი სიტყვით, მთელი გამოცდილება, რასაც გადიხართ, სიყვარულის მასწავლებელი ხდება. თქვენ წინაშეა წიგნის პირველი გამოცემა, რომელიც მკითხველთა თხოვნით გაფართოებული და დამატებულია.