მახასიათებლები
- სათაური: ეთიკური რელიგია
- ISBN კოდი: 9789941865527
- ავტორი: მაჰათმა განდი
- გამომცემელი: აქტი
- გამოცემის თარიღი: 2024
- ენა: ქართული
- გვერდები: 56
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 237
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- შესავალი
- 1. დასაწყისი
- 2. იდეალური მორალი
- 3. რა არის მორალური საქციელი?
- 4. არსებობს თუ არა უმაღლესი კანონი?
- 5. მორალი, როგორც რელიგია
- 6. რელიგიური მორალი თუ მორალური რელიგია
- 7. სოციალური იდეალი
- 8. პირადი მორალი
გადაფურცვლა
მაჰათმა განდი
Mahatma Gandhi
ეთიკური რელიგია
ETHICAL RELIGION
გამომცემლობა „აქტი“
თბილისი / 2024
წიგნში „ეთიკური რელიგია“ განდი საუბრობს მორალზე, როგორც რელიგიათა საფუძველზე, ამტკიცებს, რომ მორალის გარეშე რელიგიას არსებობა არ შეუძლია – მისი თქმით, მორწმუნეა ის, ვინც ნებაყოფლობით იცავს ეთიკურ პრინციპებს. განდი საუბრობს იდეალურ მორალზე, რომელიც მიიღწევა მაშინ, როცა ადამიანი გაუკვალავ ბილიკსაც დაადგება, თუკი იცის, რომ ჭეშმარიტებას მიეახლება. ავტორი ხაზს უსვამს მორალური საქციელის ჭეშმარიტ არსს, რომელიც ადამიანის მხრიდან წინასწარგანზრახულ ქმედებას გულისხმობს და არა მექანიკურ ქცევას.
მთარგმნელი: გია ბერაძე
კორექტორი: ნინო ჯავახიშვილი
გამომცემელი: გიზო ცაცუა
გამომცემლობა „აქტი“, 2024
ვებ-გვერდი: AKTI.GE
© გამომცემლობა „აქტი“
ISBN 978-9941-8-6552-7
სარჩევი
შესავალი
1. დასაწყისი
2. იდეალური მორალი
3. რა არის მორალური საქციელი?
4. არსებობს თუ არა უმაღლესი კანონი?
5. მორალი, როგორც რელიგია
6. რელიგიური მორალი თუ მორალური რელიგია
7. სოციალური იდეალი
8. პირადი მორალი
შესავალი
ამქვეყნად მუდამ ბევრი სიყალბე იყო და დროთა განმავლობაში ის სულ უფრო და უფრო იმატებს. რომელი რელიგიის მიმდევარიც უნდა იყოს ადამიანი, ის მხოლოდ მის გარეგნულ ატრიბუტებზე ფიქრობს და თავისი ჭეშმარიტი მოვალეობების შესრულება ავიწყდება. სიმდიდრისაკენ ჩვენი შეშლილი ლტოლვისას იშვიათად თუ ვფიქრობთ იმ ზიანზე, რეალურსა თუ სავსებით შესაძლებელზე, რომელსაც ჩვენ სხვებს ვაყენებთ. ქალებს ევროპაში ოდნავაც არ რცხვენიათ რბილი ხელთათმანების ტარების. არავის არ აშფოთებს ის ფაქტი, რომ მათ დამზადებას სუსტი და უმწეო ცხოველები ეწირებიან. ყველამ იცის, რომ ბატონმა როკფელერმა, ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მსოფლიოში, მრავალჯერ დაარღვია მორალის...
მაჰათმა განდი
მაჰათმა განდი, რომელიც ცნობილია, როგორც ინდოეთის „ერის მამა“, 1868 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი მოჰანდას კარამჩანდ განდია, რომელსაც „მაჰათმა“ 1914 წელს შეარქვეს დიდი პატივისცემის ნიშნად – „მაჰათმა“ ითარგმნება, როგორც დიადი სული. ის იყო მწერალი, საზოგადოებრივი აქტივისტი და პოლიტიკოსი, რომელმაც არაძალადობრივი მეთოდებით გაილაშქრა ინდოეთში დიდი ბრიტანეთის კოლონიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. 1948 წლის 30 იანვარს განდი მოკლეს.