iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

მცირე პროზა

სორტირება:

მოთხრობა ცირკის მსახიობთა ცხოვრების შესახებ.

არლეკინის ღიმილი
1.00ლარი

არლეკინის ღიმილი

თამარ კოტრიკაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პოეტის პროზა. მოთხრობაში ავტორი იხსენებს ბავშვობის ზმანებებსა და ფანტაზიებს, რომლებიც გერმანული და რუსული ლიტერატურის ხატოვან სახეებთან შთამბეჭადავდაა გადახლართული...

ეშმაკი
3.00ლარი

ეშმაკი

მარინა ცვეტაევა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ნოველა ინდოელი წმინდანისა და განდეგილის შესახებ, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას გაერიდა და ცხოვრება ბუნებაში განმარტოვებულ თვითჩაღრმავებას დაუთმო, შესულია „ჯუნგლის წიგნის“ მეორე ნაწილში.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972), ჰაინრიხ ბიოლი ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენას არ საჭიროებს. მისი არაერთი რომანი (მათ შორის - „და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა“, „როცა ომი დაიწყო“, „უკაცო სახლი“, „კლოუნის თვალთახედვა“) და მრავალი მოთხრობა დიდი ხანია, თარგმნილია ისეთი ცნობილი მთარგმნელების მიერ, როგორიცაა დალი ფანჯიკიძე, ნოდარ რუხაძე და სხვები.

მარიამ ცოდვილის „ქალის სახარება“ არის გულწრფელი აღსარება, თამამი განაცხადი ქართულ ლიტერატურაში, სადაც ლაპარაკია ისეთ საზოაგდოებრივ სტიგმებსა და ბულინგზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია ფეხმოკიდებულია და მასზე ლაპარაკის ნაცვლად საზოგადოება დუმილს არჩევს

ქალის სახარება
10.00ლარი

ქალის სახარება

მარიამ ცოდვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„გული ფარად“ შესულია მოთხრობები, რომელიც ავტორს საერთო სამოქალაქო ცნობიერებისა და სამართლებრივი შეგნების კუთხით, ჩვენს სოციუმში არსებულმა პრობლემებმა დააწერინა.

გული ფარად
5.00ლარი

გული ფარად

დავით ხარატიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნი მოიცავს 1993-2000 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებიც გამსჭვალულია იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ემოციური და ფსიქოლოგიური სიმძიმით, ამავე დროს ინარჩუნებს ხალისის და კომიკურობის ელემენტებს, რითაც ასე სავსე იყო ჩვენი იმ დროინდელი ყოფა და ცხოვრება.

რეალური ამბებით ჩახატული დიალოგები, ზღაპრები და მითები. ყველაფერი, რაც ამ წიგნშია მოცემული, მოსმენილია ჩვეულებირვი ადამიანებისგან, რომლებიც 1993-2000 წლებში ცდილობდნენ გადარჩენილიყვნენ და თან არ დაეკარგათ ის მნიშვნელოვანი ძარღვი, რაზეც ადამიანობა და ადამიანური ურთიერთობები იყო აწყობილი. თქვენს წინაშეა წიგნი სადაც ყოფითი სასტიკი რეალობა, უსამართლობა, მკვლელობები, უბრალო ადამიანების აბუჩად აგდება, სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული. აქ ადამიანები არ ებრძვიან რეალობას, ისინი იბრძვნიან თვითგადარჩენისათვის, პირველ რიგში სულიერად და ფსიქოლოგიურად და შემდგომ ფიზიკურად. ისინი ამისთვის იყენებენ ყველაზე უებარ საშუალებას, საკუთარ გრძნობებს, რწმენას, ფანტაზიას და მომავლის იმედს, როს გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება. ცხოვრება და არა არსებობა.

წიგნში შესულია სხვადასხვა ჟანრის მოთხრობა, გამსჭვალულია იუმორით, ტრაგიზმით და ასევე საჭირბოროტო სოციალურ-ფსიქოლოგიური თემატიკით. ჟანრების მრავაფეროვნების მიუხედავად მოთხრობები განკუთვნილია 12-იდან ზევით ასაკის მკითხველისათვის, რადგან იქ ასახული პრობლემები, საკითხები და თემატიკა მნიშვნელოვნად პასუხობს მკითხველის ამ დიდი ასაკობრივი პლასტის გრძნობებს, ინტერესებს და შეხედულებებს.

ტყის მცველ პავლეს ცოლი მოუკვდება და, დადარდიანებული, ორ ვაჟთან ერთად ტყეში გადავა საცხოვრებლად, სადაც საკუთარი შრომით მამა-შვილი თავის გატანას ცდილობს და თითქოს რაღაც გამოსდის კიდეც, მაგრამ უბედურება თურმე მხოლოდ იწყება...

ტყის კაცი
2.00ლარი

ტყის კაცი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

დაზაი ოსამუს ნოველა, „ვილონის ცოლი“, ცუნეკოსა და თავისი მწერალი ქმრის, იოზოს მშფოთვარე ქორწინებას აღწერს ომის შემდგომ იაპონიაში. მასში განხილულია სოციალური ზეწოლა, ექზისტენციალური სასოწარკვეთა და სიყვარულისა და იდენტობის სირთულეები. ნოველა გვთავაზობს ადამიანის მდგომარეობის ღრმა გაგებას მისი ტრანსფორმაციის დროს.

ჰიგუჩი იჩიიოს მოკლე ისტორიები მეიჯის ერაში მცხოვრები ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებას გვიყვება. ის ნათელი ჭეშმარიტებითა და ღრმა ემპათიით აღწერს სიღარიბისა და თავგანწირვის თემებს და ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს. მისი უბრალო, თუმცა ჩამაფიქრებელი წერის სტილი ყოველდღიურ გამოცდილებებს აღწერს, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა იაპონურ ლიტერატურაზე. მისი სამი მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ტადაში იმაიმ 1953 წელს ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „ტალახიანი წყლის ყურე“. ასევე, მოთხრობების მიხედვით იდგმება თეატრალური წარმოდგენები.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ჰიგუჩი იჩიიო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„იქ, სადღაც ზემოთ, სპილენძის ოქსიდის მწვანე საფარით ჩამუქებული ეკლესიის გუმბათებსა და პირქუშ კოშკებს მიღმა, მოცისფრო-მონაცრისფრო ბურუსში კაფე გახვეულა. კაფეში ბევრი პატარა მაგიდა დგას, საიდანაც ჩვენს ქალაქს შეგიძლია გადმოხედო. სწორედ ასე იქცევა თითქმის ყველა, ვისაც ოდესმე აქ უცხოვრია. მე კი მათ ვიცნობდი“, – წერს ლენკა რაინროვა, პრაღის გერმანულენოვანი ლიტერატურის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც მისთვის და არამხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს თავის წარმოსახვით კაფეში მიუჩინა ბინა. ვის არ შეხვდები აქ: მაქს ბროდს, ეგონ ერვინ კიშს, ფრანც ვერფელს, თეოდორ ბალკს, ფრანც კაფკას თუ ანა ზეგერსს.

ამ წიგნის მეშვეობით ლიეტუველი საზოგადოება პირველად გაეცნო საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიას. ცხოვრების ბოლომდე არ განელებია მწერალს საქართველოსადმი სიყვარული. მის ლეგენდას „დაწყევლილი ბერები“ ლიეტუველი ბავშვები სასკოლო სახელმძღვანელოში ეცნობოდნენ და მათთვის საქართველო ერთ-ერთ მომაჯადოებელ და საოცნებო მხარედ იყო ქცეული. ლიეტუვურ ლიტერატურულ კრიტიკაში დღემდე კამათობენ იმის თობაზე, ამ ლეგენდებს მართლა უდევს საფუძვლად კავკასიური ფოლკლორი თუ ის მთლიანად ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა „კავკასიური ლეგენდების“ გაცნობა და სათანადოდ შესწავლა. სწორედ ამ მიზნით ითარგმნა და გამოიცა ეს პატარა და ფრიად საყურადღებო წიგნი.

კავკასიური ლეგენდები
8.00ლარი

კავკასიური ლეგენდები

ანტანას ვიენუოლისი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნი შეიცავს კარლო კოლოდის ზღაპრის „პინოკიოს თავგადასავლის“ ადაპტირებულ ტექსტს ინგლისურ ენაზე. წიგნი განკუთვნილია ინგლისური ენის შესწავლის დამწყებთათვის.

ნაწარმოები ფენტეზის ჟანრის მოთხრობაა. ნაწარმოების ტექსტი ადაპტირებულია. გათვლილია elementary დონეზე.