კურკა ერთი უბედური კაცია, დილიდან ღამემდე ბაზარში დაეხეტება და დიდიან-პატარიანად ყველა მას დასცინის და აბუჩად იგდებს. კურკა იფიქრებს, ამ გაჭირვებას ცოლის შერთვით დავაღწევ თავსო და მართლაც იქორწინებს ერთ საეჭვო მანდილოსანზე, მაგრამ ის მიატოვებს და კურკა ისევ ბაზარში დაეხეტება...
„Ein Buch für Alle und Keinen“...მიმდინარე დროში წიგნისმიერი თხრობის მცდელობა ყველასთვის და ამავდროულად არავისთვისაა განკუთვნილი. წინარე ტექსტები ერთგვარი მცდელობაა მიმდინარე რეალობის იმნაირი აღქმის, სადაც, არსებული გაუცხოების მიუხედავად, ადამიანის გაცნობიერების არეალში აუცილებლად შემოდის მარადიული ღირებულებების შეგრძნება, როგორც შესაძლებლობა სამყაროსთან და ყოველ არსებულთან მიმართების ცვალებისა. ამგვარ დილემაზე პასუხში იკვეთება როგორც ადამიანის პასუხისმგებლობა, ასევე მისი ეგზისტენციალური სტატუსი.
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.
სიყვარული, ვნება, მოვალეობა, მეგობრობა და არჩევანი მათ შორის – ეს ის თემებია, რომლებიც უკიდურესი სიმწვავით არის დაყენებული ა. ყაზბეგის მოთხრობაში „ხევისბერი გოჩა“, იმდენად რადიკალურად, რომ გადაწყვეტა კონფლიქტის ერთი მონაწილის სიკვდილსა და მეორის (მსაჯულის) ჭკუიდან შეშლას იწვევს.
„წითელი ლენტი შენს ჭიშკარზე“ ახალგაზრდა მწერლის, თამთა ლორთქიფანიძის, მეორე წიგნია. თამთას შემოქმედება მკითხველმა თავიდანვე შეიყვარა და დარწმუნებულები ვართ, რომ არც ეს პაწაწინა წიგნი დარჩება მკითხველის სიყვარულის გარეშე. თამთას ხატოვანი ენა თავიდანვე ხიბლავს მკითხველს და საინტერესო ისტორიებს ინტერესით ეცნობა.
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.
რუსეთში ღვინის ვაჭრობით პაპა დიმომ ფული იშოვნა, მაგრამ უყაირათოდ დახარჯა და სამშობლოში დაბრუნდა. გზად ცოლი და შვილი დაეღუპა, დარჩა ერთადერთი შვილიშვილი, დარეჯანი, რომელსაც პაპა რეჯანს უძახის. რეჯანი ავად ხდება და პაპა მის მოსავლელად ყველაფერს (სიტყვასიტყვით) აკეთებს, რაც კი შეუძლია.