მახასიათებლები
- სათაური: ზაფხულის ყვავილები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ტამიკი ჰარა
- გამომცემელი: epsilon
- გამოცემის თარიღი: 2023
- ენა: ქართული
- გვერდები: 13
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 423
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ზაფხულის ყვავილები
- გულის სურვილის მიწა
გადაფურცვლა
ტამიკი ჰარა - ზაფხულის ყვავილები
原民喜 - 夏の花
სარჩევი
ზაფხულის ყვავილები
გულის სურვილის მიწა
ზაფხულის ყვავილები
ქალაქში ყვავილების საყიდლად ჩავედი, ჩემი ცოლის საფლავის მონახულებას ვაპირებდი. ჯიბეში სახლის საკურთხევლიდან წამოღებული საკმეველი მედო. 15 აგვისტოს ჩემი ცოლის გარდაცვალების პირველი წლისთავია, თუმცა მეეჭვება ჩემმა მშობლიურმა ქალაქმა იქამდე მიაღწიოს. რადგან იმ დღეს ქარხნების უმეტესობა ელექტრო ენერგიის დაზოგვის მიზნით არ მუშაობდა, ჩემ გარდა არავინ ჩანდა - ადრიან დილას, ქუჩაში ყვავილებით ხელში მივდიოდი. ყვავილების სახელები არ ვიცოდი, მაგრამ პატარა ყვითელი ფოთლებით ზაფხულის ყვავილებს ჰგავდნენ.
მწველი მზის გულზე საფლავის ქვას წყალი დავასხი, ყვავილები ორ კონად გავყავი და ვაზებში ჩავდევი, საფლავი საკმაოდ გამოცოცხლებული ჩანდა და ცოტა ხნით ყვავილებს და საფლავის ქვას ვუყურებდი. იქ არამხოლოდ ჩემი ცოლის, არამედ ჩემი მშობლების ფერფლიც იყო დასვენებული. საკმევლის დაწვისა და პატივის მიგების შემდეგ, ჭიდან წყალი დავლიე. შემდეგ ნიგიცუს პარკის გავლით სახლში წავედი. ჩემს ჯიბეს საკმევლის სუნი მომდევნო დღესაც ასდიოდა. ბომბი საფლავის მონახულებიდან მესამე დღეს ჩამოვარდა.
გადავრჩი, რადგან სააბაზანოში ვიყავი. 6 აგვისტოს დილას, დაახლოებით რვა საათისთვის ავდექი. წინა ღამეს საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალი ორჯერ გაისმა და არაფერი მომხდარა, ამიტომ გათენებამდე იმ ხალათით მეძინა, რომელიც დიდი ხანია არ მცმია. ასე და ამგვარად, ადგომისას მხოლოდ შორტი მეცვა. ჩემმა უმცროსმა დამ გვიან ადგომის გამო მისაყვედურა, მაგრამ სააბაზანოში ისე შევედი, არაფერი მიპასუხია.
არ მახსოვს მას შემდეგ რამდენი წუთი გავიდა. მოულოდნელად, ძლიერ შემაზანზარა და ყველაფერი ჩაბნელდა. დავიყვირე და ხელები თავზე მივიდე. სიბნელეში მხოლოდ შტორმის ხმა მესმოდა. კარს მოვეჭიდე, გავაღე და ვერანდა დავინახე. სხვა ხმებთან ერთად, მხოლოდ ჩემი ხმა მესმოდა, “ვაჰ!” მეშინოდა, რადგან ვერაფერს...
ტამიკი ჰარა
ტამიკი ჰარა (1905- 1951) დაიბადა ჰიროშიმაში, იაპონიაში. დაამთავრა კეიოს უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი ჰიროშიმაში ატომური დაბომბვის მომსწრე გახდა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთვარა.