მახასიათებლები
- სათაური: წითელი ლენტი შენს ჭიშკარზე
- ISBN კოდი: 978-9941-9788-7-6
- ავტორი: თამთა ლორთქიფანიძე
- გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა
- გამოცემის თარიღი: 2022
- ენა: ქართული
- გვერდები: 73
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 474
- რეიტინგი: 4.5
გადაფურცვლა
წითელი ლენტი შენს ჭიშკარზე
თამთა ლორთქიფანიძე
ცამ პირი მოხსნაო! ასე იტყვიან ჩვენში, როდესაც გადაუღებლად წვიმს. გვირილებით გაფორმებული საწვიმარი ავიღე, გადავიცვი და ასე უგემოვნოდ გამოწყობილი, საზაფხულო სანდლებზე საწვიმრით გავეშურე.
სასეირნოდ არჩევანი დიდი არ მქონდა. მელანქოლიური ხასიათიდან გამომდინარე ან ისევ ქალაქის მახლობლათ ტყეს შევაფარებ თავს. თუ არა და ყველაზე წყნარ, იდუმალ მასპინძლებს მოვინახულებდი. გეზი ამ უკანასკნელისკენ ავიღე. ქალაქში ყველა სასაფლაო ზეპირად ვიცოდი თავისი მობინადრეებით. პაპის მითითებებით გაბეზრებულმა „ნა ლევა, ნა პრავათი“, ამ თავსხმაში წამლად დანახულ ადამიანს გავუჩერე მანქანა.
ძია კაცო, სასაფლაოს დავეძებ, ცენტრალურ ტრასაზეა თუ უნდა გადავუხვიო?
მის მზერას მივაყოლე თვალი, სარკეს ეძებდა. ბოლოს, უკანა შუშის საკუთარი ბუნდოვანი ანარეკლით დამაყოფილდა, კიდე ერთხელ დარწმუნდა რომ, წოდება ძია დმსახურებულია გავლილი წლების. უღიმღამოდ მიპასუხა: - ჯერ კიდე პირდპირ უნდა წახვიდე, ესე ხუთი კილომეტრი, დაახლოებით, ზედ გზის პირძზე შეამჩნევ სასაფლაოსო. წამიერად მიბრუნდა, თუმცა მკვეთრი მოძრაობით უკან მოიხედა, გაქანებულ მანქანაში თავი შემოყო და ამჯერად თანგრძნობა შეერია ხმაში.
მოიცადე ბიძია, ამ სოფელში ცხვარი, თონე, გასათხოვარი გოგო უკითხავთ მაგრამ, სასაფლაოს რატომ დაეძებ? ვინმე შენიანია დაკრძალული?-მკითხა მან.
კი ძია, ჩემი წინაპრები ამ რაიონიდან არიან და მათ დავეძებ.
რა გვარის ხარ?- არ დამნებდა უცხო.
არაყჩეევი!- მივუგე უტიფრად.
ამ სიცივეში არაყი და ღვინო თუ გაგახსენდება ადამიანს. ზამთარია ფაქტიურად. ზაფხულში ოოო დიდებული გვარია
გამართული ქართულით მიპასუხა. კიდევ კარგი ღმერთი არ გაუწყრა და რუსულად ან თათრულად არ მკითხა რამე. ისედაც ეჭვით მიყურებდა გადაჯიშებულ, გადათეთრებული ქართული იერის ქალს.
...
ქორწილმა ტრადიციულად ჩაიარა. აირდაროვების ოჯახში, წითელი ვაშლით სავსე ლანგრით ესტუმრნენ ტრადიციისამებრ აწ უკვე რძლის ოჯახი....