მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ხუან რულფო
- გამომცემელი: EKA
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები: 38
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 467
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- განთიადისას
- ტალპა
- უთხარი, არ მომკლან!
- ლუვინა
- იმ ღამეს, როცა მარტო დარჩა
- ყური დაუგდე, ძაღლები ხომ არ ყეფენ?!
- გახსოვს?
- ჩრდილოეთის საზღვარი
- ანაკლეტო მორონესი
გადაფურცვლა
ხუან რულფო - მოთხრობები
სარჩევი
განთიადისას
ტალპა
უთხარი, არ მომკლან!
ლუვინა
იმ ღამეს, როცა მარტო დარჩა
ყური დაუგდე, ძაღლები ხომ არ ყეფენ?!
გახსოვს?
ჩრდილოეთის საზღვარი
ანაკლეტო მორონესი
განთიადისას
სოფელს ღამე ღრუბლები ჩამოაწვა და თბებოდნენ ადამიანთა სითბოთი. მაგრამ სულ მალე ამოვა მზე და ცვრით დანამული სან-გაბრიელი გადაიგდებს ჯანღის საბურველს. ღრუბლები დაიგრაგნებიან და ზანტად გაცურავენ ზევით, დაბლა, სახურავებზე კი დატოვებენ მოთეთრო ლენტებს. ხეებიდან და ცვრიანი მიწიდან ადენილი ოდნავ შესამჩნევი მონაცრისფრო ოხშივარი გაჰყვება ღრუბლების კვალს და უცებვე გაქრება. სულ მალე მოწმენდილ ზეცას დაფარავს კერიებიდან ადენილი შავი კვამლი და ჰაერს ცეცხლმოკიდებული ანტილის მუხის სუნი მოედება. შორეული მთები კი ჯერ ისევ ბინდს მოუცავს.
ქუჩების ასწვრივ მერცხალმა გაინავარდა. ცოტა მოგვიანებით ცისკრის ზარების რეკვა გაისმა.
ფანჯრებში სინათლეებმა ნელ-ნელა იწყეს ჩაქრობა. სოფელი ახლა შორიდან ბურუსისებურ ლაქას დაემსგავსა. განთიადის ბინდბუნდში მთვლემარე იჭიანურებდა საბოლოო გამოფხიზლების წუთს.
ძროხაზე ამხედრებული მოხუცი ესტებანი ხეებჩარიგებულ გზაზე დილაადრიან ნახირს მოსაწველად სოფლისკენ მიერეკება. ძროხა ხტუნია კალიებისაგან თავის დასაცავად შეკაზმა. გრძელფეხება კალიებს ფართოფარფლებიანი სომბრეროთი იგერიებს. უკბილო პირიდან დროდადრო სტვენისმაგვარ ხმას უშვებს და უკან ჩამორჩენილ ძროხებს უჯავრდება. ძროხები ცოხნა-ცოხნით, დინჯად მიდიან, მაღალი, ცვრიანი ბალახისაგან ფეხები ლამის მუცლამდე დასველებიათ. ნათდება. სან-გაბრიელიდან აღწევს ცისკრის ზარების რეკვა. ესტებანი ძროხიდან ჩამოხტება, შუა გზაზე იჩოქებს და პირჯვარს იწერს.
სადღაც ახლოდან, ეტყობა, გზისპირას მდგარი დაფუღუროებული ხიდან, ისმის ბუს კივილი. ესტებანი ჩქარა-ჩქარა ისევ ძროხას ებღოტება. შიშისგან დასცხა და პერანგს იხდის: ნიავი გულს გაუგრილებს, გული რომ გაუგრილდება,...