წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
როდესაც ელიტარული „ბალტიმორის საზარბაზნე კლუბის“ წევრები აღმოაჩენენ, რომ საქმის გარეშე რჩებიან სამოქალაქო ომის დასასრულს, მათი პრეზიდენტი, იმპი ბარბიკენი, სთავაზობს მათ, ააშენონ საკმარისად დიდი ზარბაზანი მთვარეზე რაკეტის გასაშვებად. მაგრამ როდესაც ბარბიკენის მოწინააღმდეგე დებს უზარმაზარ ფსონს, რომ პროექტი ჩავარდება, ხოლო გაბედული მოხალისე „პილოტირებული“ ფრენის მისიას წამოაყენებს, ერთი ადამიანის ოცნება იქცევა საერთაშორისო კოსმოსურ რბოლად.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კათოლიკე მწერლის შედევრი, „ასპიტთა ბუდე“, მოგვითხრობს ბატონი ლუის, გატანჯული მოხუცი ადვოკატის ამბავს, რომელმაც თავისი უბედურება მთელ თავის ოჯახზე გაავრცელა. ლუი წერს დღიურს, რათა აუხსნას მათ და საკუთარ თავს, თუ რატომ არის დეფორმირებული მისი სული.
მორიაკის რომანი ოსტატურად იკვლევს სიამაყით, სისასტიკით და სიძულვილით გამოწვეულ ხრწნას და მის საპირისპიროს – ღვთაებრივ მადლს, რომელიც ხელმისაწვდომი რჩება თითოეული ჩვენგანისთვის სიკვდილის წუთამდე. ეს არის დაუვიწყარი ამბავი ერთი ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლის შესახებ.
„დაკარგული სამყარო“, რომელიც 1912 წელს გამოქვეყნდა, არის სერ ართურ კონან დოილის კლასიკური რომანი აღმოჩენებისა და თავგადასავლების შესახებ. მთხრობელი, ცნობისმოყვარე რეპორტიორი ედვარდ მელოუნი ხვდება პროფესორ ჩელენჯერს, უცნაურ და ნიჭიერ პალეონტოლოგს, რომელიც ამტკიცებს, რომ ამაზონის სიღრმეში ჯერ კიდევ ცოცხალი დინოზავრები არსებობენ. მელოუნი, ჩელენჯერი, მისი ოპონენტი სამერლი და ლორდ ჯონ როქსტონი სამხრეთ ამერიკაში მიემგზავრებიან ფანტასტიკური მხეცების საძიებლად. ასე იწყება მათი თავგადასავალი, რომელიც არაერთ გამოწვევას სთავაზობს გაბედულ მოლაშქრეებს. ეს უკიდურესად პოპულარული და გავლენიანი წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკას წარმოადგენს და დღემდე შთააგონებს მკითხველს.
პოლიტიკური ფილოსოფიის, ინტელექტუალური და კულტურული ისტორიისა და ეკონომიკის უზადო ნაშრომი, "გზა ბატონყომობისკენ" თითქმის საუკუნის განმავლობაში შთააგონებს და რისხვას ჰგვრის პოლიტიკოსების, საწავლულებისა და უბრალო მკითხველების არაერთ თაობას. თავდაპირველად 1944 წელს გამოქვეყნებული – როდესაც ელეანორა რუზველტმა მხარი დაუჭირა სტალინის ძალისხმევას, აინშტაინმა კი სოციალურ პროგრამას მოაწერა ხელი – "გზა ბატონყმობისკენ" ერეტიკულად ჩაითვალა წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლის საშიშროებათა გამო გაფრთხილებისთვის. აქ შემოთავაზებულია ამ წიგნის შეკვეცილი ვერსია, რომელიც 1945 წელს გამოქვეყნდა "რიდერს დაიჯესტში".
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოტივაციო წიგნი მსოფლიო ისტორიაში, "როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ ადამიანებზე", 1936 წელს პირველად გამოქვეყნების შემდეგ 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. კარნეგის პირველი წიგნი მარადიულია და თანაბრად მიმზიდველია, როგორც ბიზნეს აუდიტორიის, ისე ზოგადი მკითხველისთვის. კარნეგის სწამდა, რომ წარმატების მიღწევა ეფექტურ კომუნიკაციაზე უფროა დამოკიდებული, ბიდრე ბრწყინვალე უნარებზე. სწორედ ამას ასწავლის წინამდებარე წიგნი.