მახასიათებლები
- სათაური: გზა ბატონყმობისკენ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრიდრიხ ჰაიეკი
- გამომცემელი: EKA
- გამოცემის თარიღი: 2007
- ენა: ქართული
- გვერდები: 23
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1244
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- დაგეგმვა და ძალაუფლება
- საფრთხის წინაპირობა
- დაგეგმვის ლიბერალური გზა
- უდიდესი უტოპია
- ლიბერალიზმი და ძალაუფლება
- რატომ ექცევა სათავეში ყველაზე უარესი?
- დაგეგმვა კანონის უზენაესობის საპირისპიროდ
- არის კი დაგეგმვა „გარდაუვალი“?
- შესაძლებელია, რომ დაგეგმვამ გაგვათავისუფლოს საზრუნავისგან?
- უსაფრთხოების ორი სახესხვაობა
- უკეთესი სამყაროსკენ
გადაფურცვლა
ფრიდრიხ ჰაიეკი - გზა ბატონყმობისკენ
Friedric Hayek – Road to Serfdom
სარჩევი
დაგეგმვა და ძალაუფლება
საფრთხის წინაპირობა
დაგეგმვის ლიბერალური გზა
უდიდესი უტოპია
ლიბერალიზმი და ძალაუფლება
რატომ ექცევა სათავეში ყველაზე უარესი?
დაგეგმვა კანონის უზენაესობის საპირისპიროდ
არის კი დაგეგმვა „გარდაუვალი“?
შესაძლებელია, რომ დაგეგმვამ გაგვათავისუფლოს საზრუნავისგან?
უსაფრთხოების ორი სახესხვაობა
უკეთესი სამყაროსკენ
(სრული სახით გამოქვეყნდა 1944 წელს, ხოლო წინამდებარე თარგმანი არის 1945 წლის აპრილში „რიდერს დაიჯესტში“ გამოქვეყნებული ტექსტის შემოკლებული ვერსია).
გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების მიერ მე-19 საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში განხორციელებული ძალმომრეობის მნიშვნელოვანმა მასშტაბებმა გააძლიერა იმის რწმენა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლებელია ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბება. მაგრამ, ნება მოგვეცით, გაგახსენოთ – ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში იმის ალბათობა, რომ ასეთი რამ გერმანიაში მოხდებოდა, წარმოუდგენელი იყო არა მხოლოდ თავად გერმანელთა ცხრა მეათედისთვის, არამედ ყველაზე უფრო მტრულად განწყობილი უცხოელი დამკვირვებლებისთვისაც კი.
უამრავი თავისებურება, რომელიც მაშინ აღიქმებოდა, როგორც „სახასიათოდ გერმანული“, ამჟამად ამერიკასა და ინგლისს ერთნაირად ახასიათებს. უამრავი ნიშანი, მაგალითად ხელისუფლების გაზვიადებული თაყვანისცემა, „გარდაუვალობისადმი“ მორჩილება, ყველაფრის „მოწესრიგებით“ (ახლა ამას „დაგეგმვას“ ვუწოდებთ) გატაცება, მომავალში გერმანიის მსგავსი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობაზე მიუთითებს.
საფრთხის არსსა და შესაძლო შედეგებს ამ ქვეყნებში კიდევ უფრო ცუდად აღიქვამენ, ვიდრე გერმანიაში აცნობიერებდნენ. მთავარი უბედურება კი კვლავ იმის არდანახვაა, რომ გერმანიაში ნაცისტურ ძალებს მეტწილად სოციალისტური მრწამსით აღტკინებული იმ ადამიანების...