მახასიათებლები
- სათაური: მსჯელობა მეთოდის შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: რენე დეკარტი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 33
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1456
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- პირველი ნაწილი
- მეორე ნაწილი
- მესამე ნაწილი
- მეოთხე ნაწილი
- მეხუთე ნაწილი
- მეექვსე ნაწილი
გადაფურცვლა
რენე დეკარტი - მსჯელობა მეთოდის შესახებ
Rene Descartes - Le Discours de la méthode
სარჩევი
პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი
მეოთხე ნაწილი
მეხუთე ნაწილი
მეექვსე ნაწილი
გონების კარგად წარსამართად და მეცნიერებებში ჭეშმარიტების საძიებლად[1]
მოცემული მსჯელობა, ერთბაშად წასაკითხად თუ ძალზე ვრცელი გეჩვენოთ, შეგიძლიათ, ექვს ნაწილად დაყოთ: პირველ ნაწილში აღმოჩნდება სხვადასხვა მოსაზრება მეცნიერებათა შესახებ: მეორეში - ავტორის მიერ მიკვლეული მეთოდის ძირითადი წესები; მესამეში - ზნეობის ზოგიერთი წესი, რომელიც ამავე მეთოდის საფუძველზეა შემუშავებული; მეოთხეში - მოსაზრებები, რომელთა მეშვეობითაც დეკარტი ამტკიცებს ღმერთისა და ადამიანის სულის არსებობას და წარმოადგენს მისივე მეტაფიზიკის საფუძველს; მეხუთეში - მის მიერ გამოკვლეული ფიზიკის საკითხთა რიგი; კერძოდ, იგი იკვლევს გულის მუშაობას და მედიცინის ზოგიერთ სხვა სირთულეს, ასევე, ადამიანისა და ცხოველის სულს შორის არსებულ სხვაობას; ბოლო ნაწილში საუბარია იმის თაობაზე, თუ რა მიაჩნია მას საჭიროდ, ბუნების კვლევისას უწინდელზე მეტი წარმატების მისაღწევად და, ასევე, რა მოსაზრებებით დაიწერა ეს თხზულება.
პირველი ნაწილი
საღი გონება (le bon sens) ერთობ კარგად განაწილებული კი გახლავთ ამქვეყნად: ყოველ ადამიანს თავი ამ სიკეთით იმდენად უხვად ჰგონია დაჯილდოებული, რომ იმათაც კი - ნებისმიერ სხვა რამ ძალზე ძნელად რომ აღავსებს მათი სურვილების საწყაულს, ჩვეულებრივ, აკმაყოფილებთ ის გონება, რაც აბადიათ. უსაფუძვლოა იმაზე ფიქრი, რომ ამ შემთხვევაში ყველა ცდებოდეს; ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ მართებული განსჯის, და მცდარისაგან ჭეშმარიტის გარჩევის უნარი - სწორედ ის, რასაც საღ აზრს ანუ გონებას უწოდებენ, ბუნებით ყველა ადამიანს მომადლებული აქვს თანაბრად; ასე რომ, ჩვენს თვალსაზრისთა სხვაობის მიზეზი გახლავთ არა ის, რომ ერთნი სხვებზე მეტად გონიერები არიან, არამედ მხოლოდ ის, რომ აზრებს სხვადასხვა მიმართულებით წარვმართავთ და ერთი...
რენე დეკარტი
რენე დეკარტი (31.03.1596-11.02.1650) - ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, კოსმოლოგი. საყოველთაოდაა მიჩნეული თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლად.