წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
ფრანსუა მორიაკის შედევრი და ერთ-ერთი უდიდესი კათოლიკური რომანი, „ტერეზა დეკეირუ“ არის უიღბლოდ გათხოვილი ახალგაზრდა ქალის შემზარავი ისტორია, რომელსაც სასოწარკვეთილება მკვლელობაზე ფიქრისკენ უბიძგებს. მორიაკი სულიერი იზოლაციისა და სასოწარკვეთის დაუვიწყარ პორტრეტს ხატავს, მაგრამ ასევე დრამატიზირებს შენდობის, წყალობისა და გამოსყიდვის რთულ რეალობას. რომანის მოქმედება ბორდოს გარეთ, გაუსაძლისი სიცხისა და მოულოდნელი ქარიშხლების რეგიონში ასახავს ტერეზას შინაგან სამყაროს, ფიგურისა, რომელიც თაობების განმავლობაში იპყრობდა მკითხველთა წარმოსახვას.
წიგნი ეძღვნება დიდგორის ომს, რომელიც XII საუკ. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი მოვლენაა. დიდგორის ომში თურქ-სელჯუკთა ჯარის სასტიკი განადგურებით ქართველი ხალხი განთავისუფლდა თურქთა საუკუნოვანი მოძალეობისაგან და დასაბამი მიეცა საქართველოს პოლიტიკურ და სამეურნეო აღორძინებას. ნაშრომში ფართოდაა გაშუქებული საქართველოს მაშინდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ქართველი ხალხის ბრძოლა გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა, მისი ბრძოლა გარეშე მტრებისაგან საქართველოს განთავისუფლებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის.
Что нужно сделать, чтобы остановить президента России Владимира Путина? Немногие видели его гнев так близко, как британский финансист американского происхождения Билл Браудер, который был крупнейшим иностранным инвестором в России, пока расследование, проведенное его адвокатом Сергеем Магнитским, не выявило масштабную коррупцию и неправомерные действия российских чиновников, вплоть до Путина. После убийства Магнитского в московской тюрьме Браудер продолжал выступать за справедливость, став следующей мишенью Путина. Эту историю он рассказывает в своей последней книге «Арест активов».
ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი და სოციალური ფილოსოფოსი, ერიხ ფრომი, მილიონობით მამაკაცსა და ქალს დაეხმარა მდიდარი და პროდუქტიული ცხოვრების მიღწევაში სიყვარულის ფარული შესაძლებლობების განვითარებით. ამ საოცრად გულწრფელ და ობიექტურ წიგნში ის იკვლევს გზებს, რომლებითაც ამ არაჩვეულებრივ ემოციას თქვენი ცხოვრების მთელი მიმდინარეობის შეცვლა ძალუძს.
თავდაპირველად იაკ ინდიელთა სულიერ ლიდერთან, დონ ხუან მატუსთან, ჰალუცინაციების გამომწვევი მცენარეების ცოდნის გამო შეხვედრის შემდეგ, ბესტსელერის ავტორი კარლოს კასტანედა მთლიანად ჩაეფლო მაგის ჯადოსნურ სამყაროში. შამანთან პირველი შეხვედრიდან ათი წლის შემდეგ კასტანედა თავის ჩანაწერებს სწავლობს და ხვდება იმას, რაც დონ ხუანმა მთელი ამ ხნის განმავლობაში იცოდა – რომ ეს მცენარეები მხოლოდ საშუალებაა ალტერნატიული რეალობის გასაგებად, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად ვერ მოიცავს.
ფრენკ კაუპერვუდი, ამბიციური ბიზნესმენი, წარმოადგენს სიხარბის განსახიერებას, რომელიც კმაყოფილებას სიმდიდრეში, ქალებსა და ძალაუფლებაში ეძებს. ის აფორმებს საეჭვო გარიგებებს, ღალატობს და მასაც ღალატობენ, ხოლო მისი აღზევება და დაცემა წარმოაჩენს სასტიკ რეალობამდე მიყვანილ ამერიკული წარმატების ისტორიას – ბრძოლას ნადავლისთვის სინდისისა და სინანულის გარეშე. დრაიზერის 1912 წლის კლასიკად ქცეული რომანი რჩება დაუზოგავ სოციალურ კრიტიკად ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამერიკელი ბიზნესმენის ამსახველ სურათად.
ფრენკ კაუპერვუდი, ამბიციური ბიზნესმენი, წარმოადგენს სიხარბის განსახიერებას, რომელიც კმაყოფილებას სიმდიდრეში, ქალებსა და ძალაუფლებაში ეძებს. ის აფორმებს საეჭვო გარიგებებს, ღალატობს და მასაც ღალატობენ, ხოლო მისი აღზევება და დაცემა წარმოაჩენს სასტიკ რეალობამდე მიყვანილ ამერიკული წარმატების ისტორიას – ბრძოლას ნადავლისთვის სინდისისა და სინანულის გარეშე. დრაიზერის 1912 წლის კლასიკად ქცეული რომანი რჩება დაუზოგავ სოციალურ კრიტიკად ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამერიკელი ბიზნესმენის ამსახველ სურათად.
"ფილოსოფიის საწყისები" რენე დეკარტის კლასიკური ტექსტია, რომელიც ლათინურად დაიწერა და 1644 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს, ვისთანაც დეკარტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. წიგნში განსაზღვრულია ბუნების პრინციპები, ანუ ფიზიკის კანონები, როგორც დეკარტი უწოდებდა მათ.
წიგნში შემოთავაზებულია მერაბ მამარდაშვილის ორი, უაღრესად საინტერესო კურსი მიერ ზოგად ფილოსოფიურ თემებზე, რომელიც მან გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წაიკითხა. ლექციები წიგნში შემოთავაზებულია "ისე, როგორც წაკითხულ იქნა", რედაქტირების გარეშე, რისი გაკეთებაც, ბუნებრივია, ავტორმა ვერ შეძლო.
ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.