ნაშრომში დეტალურადაა განხილული ფსიქოლოგიური მიმართულებანი სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა სფეროში. ამასთან ერთად, გაშუქებულია პერსონოლოგიური პრობლემები ქართულ მწერლობაში – შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ივანე ჯავახიშვილის შემოქმედების მაგალითზე. მასალები განხილულია ევოლუციურ-დინამიკურ, ისტორიულ ასპექტში. განხილულია აგრეთვე საკითხები ადამიანის სულიერი ყოფიერების აზრის, მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. ავტორი აგრეთვე ჩერდება კაცთმცოდნეობისა და მორალური სიფაქიზის პრობლემებზე.
ავლიპი ზურაბაშვილი (15.02.1902-15.08.1994) — ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი;საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომლის შრომებმა პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ საერთაშორისო აღიარება მიიღო