მახასიათებლები
- სათაური: ტერეზა დეკეირუ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრანსუა მორიაკი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 1986
- ენა: ქართული
- გვერდები: 107
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 444
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
გადაფურცვლა
ფრანსუა მორიაკი - ტერეზა დეკეირუ
François Mauriac - Thérèse Desqueyroux
სარჩევი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
XIII
უფალო, შეიბრალე შეშლილნი! ჰოი შემოქმედო! განა იქნება ურჩხულებად შერაცხო ისინი... შენ ერთადერთმა იცი რად იშვნენ, რისგან არიან შეთხზულნი და რა გზით შეიძლება ბედს განერიდონ...
შარლ ბოდლერი
ტერეზა, ბევრნი დაიწყებენ მტკიცებას, რომ შენ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ხარ. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არსებობ. რამდენი წელია გხვდები, თვალყურს გადევნებ, ხშირად გაჩერებ გზაზე და სახიდან ნიღაბს გხდი.
მახსენდება, ჯერ კიდევ ჩემი ჭაბუკობის ჟამს, სასამართლოს შეხუთულ დარბაზში შევნიშნე შენი პატარა, გაფითრებული სახე; მორთულ-მოკაზმული ქალბატონები უფრო განრისხებით შემოგცქეროდნენ, ვიდრე ისინი, ვინც გასამართლებდნენ.
მოგვიანებით სოფლური სახლის სასტუმრო ოთახში ყმაწვილი ქალის გულჩათხრობილ-დაბნეული სახის გამომეტყველებით მომევლინე, რომელსაც აღშფოთებდა მოხუცი ნათესავების მზრუნვულობა და გულუბრყვილო მეუღლის ლაპარაკი:
– ნეტავი რა დაემართა? რა სურს? აკი არაფერს ვაკლებთ, მისთვის გვინდა ყველაფერი.
მას აქეთ მრავალჯერ მალულად ვჭვრეტდი მაღალსა და ლამაზ შუბლთან მიტანილ შენს ცოტათი დიდრონ ხელებს. მრავალგზის შემიმჩნევიხარ ოჯახის წევრებით გარშემორტყმული, ძუ მგელივით აქეთ-იქით რომ აწყდებოდი; ბოროტ და ნაღვლიან მზერას ხანდახან ჩემზე შეაჩერებდი, თითქოს რაღაცას მეკითხებოდი.
ხალხს გაუკვირდება, რატომ გამოვიყვანე ჩემ მიერ შექმნილი არსება დანარჩენ გმირებზე უფრო საძაგელი.
ნუთუ ვერასოდეს მოვახერხებ რაიმე ვთქვა სათნოებით სავსე ადამიანებზე, სახეზე რომ აწერიათ, რაც გულში უძევთ? მაგრამ ასეთ ხალხს არა შეემთხვევა ხოლმე. გულჩათხრობილთა სალმობას კი, რომელთა ცოდვილი სულებიც ხორცის ჭუჭყს შეხიზვნია, მე კარგად ვიცნობ.
მე მსურდა, ტერეზა, ტანჯვას ღმერთთან დაეახლოებინე, რათა წმინდა ლოკუსტას სახელის ტარების ღირსი...
ფრანსუა მორიაკი
ფრანსუა მორიაკი (11.10.1885-01.09.1970) - ფრანგი რომანისტი, დრამატურგი, კრიტიკოსი, პოეტი და ჟურნალისტი; 1952 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.