წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
"ფილოსოფიის საწყისები" რენე დეკარტის კლასიკური ტექსტია, რომელიც ლათინურად დაიწერა და 1644 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს, ვისთანაც დეკარტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. წიგნში განსაზღვრულია ბუნების პრინციპები, ანუ ფიზიკის კანონები, როგორც დეკარტი უწოდებდა მათ.
წიგნში შემოთავაზებულია მერაბ მამარდაშვილის ორი, უაღრესად საინტერესო კურსი მიერ ზოგად ფილოსოფიურ თემებზე, რომელიც მან გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წაიკითხა. ლექციები წიგნში შემოთავაზებულია "ისე, როგორც წაკითხულ იქნა", რედაქტირების გარეშე, რისი გაკეთებაც, ბუნებრივია, ავტორმა ვერ შეძლო.
ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.
ამ კლასიკურ ნაშრომში გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი ისტორიული დაკვირვების, ანალიზისა და კრიტიკის მეთოდებს განიხილავს, ისევე, როგორც ისტორიული მიზეზობრიობის აღდგენას მოვლენათა შეფასებისას. რაშია ისტორიის ღირებულება? რა სარგებლობა მოაქვს ისტორიას? როგორ ხსნიან მეცნიერები ამას და როგორ ადგენენ კავშირებს პასუხისმგებლიანი გზით?
მეცნიერების, მაგიისა და რელიგიის დამუშავებისას, მალინოვსკიმ არსებითად მიიღო ტრადიციული დასავლური კონცეფცია ორმაგი რეალობის შესახებ, მაგრამ, მაგალითად, ფრეზერისგან განსხვავებით, მალინოვსკის მეცნიერება გამოაქვს არა მაგიიდან, არამედ ადამიანის ცოდნის ორგანიზების უნარიდან, რაც დემონსტრირებულია ტრობრიანის მკვიდრთა ტექნიკური უნარებით მებაღეობაში, გემთმშენებლობაში და ა.შ. საპირისპიროდ ამისა, ის განიხილავდა მაგიას, რომელიც ამ უნარებთან ერთად არსებობდა, როგორც ორგანიზებულ პასუხს შეზღუდულობისა და უძლურების განცდაზე საფრთხის, სირთულისა და იმედგაცრუების წინაშე.
ეს გახლავთ ჩვენამდე შემორჩენილი ფრაგმენტები ჰერაკლიტეს ნაშრომისა "ბუნებისათვის", სამყაროს პირველი თანმიმდევრული ფილოსოფიური ტრაქტატისა, რომელიც საჯილდაო ქვა იყო პლატონის, არისტოტელესა და მარკუს ავრელიუსისთვის, მასში გადმოცემული აზრები კი გავლენას ახდენდა ისეთ ფილოსოფოსებზე, როგორებიც მონტენი, ნიცშე და ჰაიდეგერი არიან.
"მხოლოდ ფრაგმენტები! მაშასადამე, არაფერი მთლიანი, არაფერი დასრულებული. რატომ? ნაწილობრივ დროის, ხალისის და ჩემი წარსულისადმი ინტერესის უკმარობის გამო, ნაწილობრივ დოკუმენტების, ე. ი. სამახსოვრო ჩანაწერების ნაკლებობის გამო, რადგანაც ეს უკანასკნელი ან სხვის ხელში მოხვდა, ანდა დაიკარგა" - ლ. ფოიერბახი.
წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ლუდვიგ ფოიერბახის რეცენზიას მაქს შტირნერის ნაშრომზე "ერთადერთი და მისი საკუთრება", რომელიც ფოიერბახის მწვავე კრიტიკას შეიცავს, გულისხმობს რა, რომ რელიგიის ფოიერბახისეული გააზრება კვლავ "ღვთისმოშიშია", რომ მან "ღვთაება გარეგანიდან ჩვენ შინაგანად აქცია". თავად ფოიერბახმა შტირნერის თხზულებას "გენიალური და ბრწყინვალე ნაშრომი" უწოდა.
ფოიერბახს ხშირად უწოდებენ ფილოსოფოსს, რომელმაც ჰეგელი და მარქსი დააკავშირა. დარწმუნებული ათეისტი, ფოიერბახი ამტკიცებს, რომ ქრისტიანობამ არამართლზომიერად "დააპროექტა" და "გადაიტანა" ადამიანის გონების ელემენტები არარსებულ, ზებუნებრივ, რელიგიურ ობიექტებზე. "ქრისტიანობის არსება" აჩვენებს ფოიერბახს მთელი მისი ოდენობით, როგორც გერმანელ ფილოსოფოსთა ახალი თაობის გავლენიან წარმომადგენელს.
ფოიერბახს ხშირად უწოდებენ ფილოსოფოსს, რომელმაც ჰეგელი და მარქსი დააკავშირა. დარწმუნებული ათეისტი, ფოიერბახი ამტკიცებს, რომ ქრისტიანობამ არამართლზომიერად "დააპროექტა" და "გადაიტანა" ადამიანის გონების ელემენტები არარსებულ, ზებუნებრივ, რელიგიურ ობიექტებზე. "ქრისტიანობის არსება" აჩვენებს ფოიერბახს მთელი მისი ოდენობით, როგორც გერმანელ ფილოსოფოსთა ახალი თაობის გავლენიან წარმომადგენელს.
ჰეგელის "ესთეტიკა" ის ნაშრომია, რომელშიც ავტორი სრულად გამოხატავს ხელოვნების ფუძემდებლურ თეორიას. პირველ ნაწილში განხილულია მშვენიერის ზოგადი ბუნება, როგორც სულიერი გამოცდილებისა; ჰეგელი განასხვავებს ხელოვნების მშვენიერსა და ბუნებრივ მშვენიერს და მხატვრული გენიისა და ორიგინალობის ხასიათს იკვლევს.