ფრენკ კაუპერვუდი, ამბიციური ბიზნესმენი, წარმოადგენს სიხარბის განსახიერებას, რომელიც კმაყოფილებას სიმდიდრეში, ქალებსა და ძალაუფლებაში ეძებს. ის აფორმებს საეჭვო გარიგებებს, ღალატობს და მასაც ღალატობენ, ხოლო მისი აღზევება და დაცემა წარმოაჩენს სასტიკ რეალობამდე მიყვანილ ამერიკული წარმატების ისტორიას – ბრძოლას ნადავლისთვის სინდისისა და სინანულის გარეშე. დრაიზერის 1912 წლის კლასიკად ქცეული რომანი რჩება დაუზოგავ სოციალურ კრიტიკად ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამერიკელი ბიზნესმენის ამსახველ სურათად.
თეოდორ ჰერმან ალბერტ დრაიზერი (27.08.1871-28.12.1945) - ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, ნატურალიზმის წარმომადგენელი. 1930 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.