მახასიათებლები
- სათაური: ფრაგმენტები, წერილები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ეპიკურე
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 1959
- ენა: ქართული
- გვერდები: 38
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 833
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- I. ეპიკურე მიესალმება ჰეროდოტეს
- II. ეპიკურე მიესალმება პითოკლეს
- III. ეპიკურე მიესალმება მენოიკევსს
- მთავარი აზრები
- V. ფრაგმენტები ეპიკურეს თხზულებებიდან
- A. აფორიზმების ვატიკანური კრებული „ეპიკურეს მიმართვა“
- B. ნაწყვეტები ცნობილი ნაწარმოებებიდან
- C. ფრაგმენტები წერილებიდან
- D. ნაწყვეტები უცნობი ნაწარმოებებიდან
გადაფურცვლა
ეპიკურე - ფრაგმენტები, წერილები
Επίκουρος - Θραύσματα, επιστολές
სარჩევი
I. ეპიკურე მიესალმება ჰეროდოტეს
II. ეპიკურე მიესალმება პითოკლეს
III. ეპიკურე მიესალმება მენოიკევსს
მთავარი აზრები
V. ფრაგმენტები ეპიკურეს თხზულებებიდან
A. აფორიზმების ვატიკანური კრებული „ეპიკურეს მიმართვა“
B. ნაწყვეტები ცნობილი ნაწარმოებებიდან
C. ფრაგმენტები წერილებიდან
D. ნაწყვეტები უცნობი ნაწარმოებებიდან
I. ეპიკურე მიესალმება ჰეროდოტეს
(35) ჰეროდოტე, ვისაც არ შეუძლია დაწვრილებით შეისწავლოს ყველაფერი, რაც კი მე ბუნების შესახებ დამიწერია და გაეცნოს ჩემს უფრო დიდ წიგნებს, მათთვის მე შევამზადე მთელი ჩემი მოძღვრების მოკლე მიმოხილვა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ მათ ახსოვდეთ მთელი მოძღვრების უმთავრესი დებულებები მაინც და შესძლონ უძირითადეს საკითხებში დაეხმარონ თავის თავს ყოველ მარჯვე შემთხვევაში, როცა ბუნების კვლევას შეუდგებიან. იმათაც, ვინც საკმაოდ დაწინაურებულა ყველაფრის განხილვაში, უნდა ახსოვდეს მთელი მოძღვრების სქემა ზოგად ხაზებში, რადგან ზოგადი გეგისს ცოდნა ხშირად გვჭირდება, ნაწილებისა კი არც ისე.
(36) უნდა მივმართავდეთ ხოლმე უმთავრეს დებულებეს მუდამ გვახსოვდეს მათი ისეთი რაოდენობა, საიდანაც საგანთა უზოგადესი წარმოდგენა შეიქმნება და აღმოჩნდება ნაწილების ყოველი ზუსტი ცოდნაც, თუ უზოგადესი ცნებები კარგად არის დაჭერილი და დამახსოვრებული. მას, ვინც (ამ მხრივ) სისრულეს მიაღწია, შეუძლია გამოიყენოს ზოგადი გეგმა ყოველი ზუსტი კვლევის დროს, თუ ყოველივე დაყვანილია მარტივ ელემენტებსა და გამოთქმებზე. ვინც არ იცის ყველაფრის მჭიდრო (ურთიერთკავშირის) უწყვეტი წრე, მას არ შეუძლია მოკლე გამოთქმებში გამოხატოს ყოველივე, რაც ზუსტად შეიძლება შესწავლილ იქნეს ნაწილ-ნაწილადაც.
(37) ეს გზა გამოსადეგია ყველა იმისთვის, ვინც ბუნების შესწავლას შეეთვისა. მეც იმის გამო გირჩევ განუწყვეტელ მეცადინეობას ბუნებისმეტყველებაში, რომ ასეთი ცხოვრებით უდიდესი...