მახასიათებლები
- სათაური: წინასწარი თეზისები ფილოსოფიის რეფორმისათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლუდვიგ ფოიერბახი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 16
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 877
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ლუდვიგ ფოიერბახი - წინასწარი თეზისები ფილოსოფიის რეფორმისათვის
თეოლოგიის საიდუმლოება არის ანთროპოლოგია, ხოლო სპეკულატურფილოსოფიის საიდუმლოება არის თეოლოგია - სპეკულატური თეოლოგია; სპეკულატოური თეოლოგია იმით განსხვავდება ჩვეულებრივისაგან, რომ ჩვეულებრივი თეოლოგიის მიერ შიშისა და არცოდნის გამო იმქვეყნად გაშორებული ღვთაებრივი არსება მას გადმოყავს ამქვეყნად, ე. ი. ხდის სახეზე მყოფს, განსაზღვრულს, რეალიზებულს.
*
სპინოზა არის ნამდვილი დამწყები თანამედროვე სპეკულატური ფილოსოფიისა, შელინგი - მისი აღმდგენელი, ჰეგელი - მისი დამაგვირგვინებელი.
*
„პანთეიზმი“ არის თეოლოგიის (ან თეიზმის) აუცილებელი შედეგი, - თანმიმდევრული თეოლოგია; „ათეიზმი“ არის „პანთეიზმის“ აუცილებელი შედეგი, თანმიმდევრული „პანთეიზმი“.[1]
*
ქრისტიანობა არის წინააღმდეგობა პოლითეიზმსა და მონოთეიზმს შორის.
*
პანთეიზმი არის მონოთეიზმი პოლითეიზმის პრედიკატით, ე. ი. პანთეიზმი პოლითეიზმის დამოუკიდებელ არსებებს აქცევს ერთიანი თავისთავადი არსების პრედიკატებად, ატრიბუტებად. ასე, სპინოზამ აზროვნება, როგორც მოაზროვნე ნივთთა ერთობლიობა, და მატერია, როგორც განფენილ ნივთთა ერთობლიობა, აქცია სუბსტანციის, ე. ი. ღმერთის ატრიბუტებად. ღმერთი არის მოაზროვნე ნივთი, ღმერთი არის განფენილი ნივთი.
*
იგივეობის ფილოსოფია მხოლოდ იმით განსხვავდებოდა სპინოზას ფილოსოფიისაგან, რომ მან სუბსტანციის მკვდარ, ფლეგმატურ საგანს იდეალიზმის სპირიტუსით ჩაუდგა სული, განსაკუთრებით ჰეგელმა აქცია სუბსტანციის ატრიბუტებად თვითმოქმედება, თავის გამორჩევის ძალა, თვითცნობიერება. ჰეგელის პარადოქსული დებულება: „ცნობიერება ღმერთზე არის ღმერთის თვითცნობიერება", ემყარება იმავე საფუძველს, რასაც სპინოზას პარადოქსული დებულება: „განფენილობა ანუ მატერია არის სუბსტანციის ატრიბუტი" და აქვს მხოლოდ ეს აზრი: თვითცნობიერება არის სუბსტანციის ანუ ღმერთის ატრიბუტი; ღმერთი არის „მე“. ცნობიერება, რომელსაც...