მახასიათებლები
- სათაური: სულის ვნებანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: რენე დეკარტი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 79
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 987
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- პირველი ნაწილი
- მეორე ნაწილი
- მესამე ნაწილი
გადაფურცვლა
რენე დეკარტი - სულის ვნებანი
René Descartes - Les Passions De l'Âme
სარჩევი
პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი
პირველი ნაწილი
ზოგადად ვნებათა და, ამასთან დაკავშირებით, მთელი ადამიანური ბუნების შესახებ
1. ის, რაც ვნებაა რომელიმე ერთ სუბიექტთან მიმართებით, სხვა მიმართებით მუდამ მოქმედებაა
ძველი დროის მოაზროვნეთა ჩვენამდე მოღწეულ ნაშრომებში ყველაზე მეტად ვნებათა შესახებ ცოდნის სიმწირე ვლინდება. მართალია, ამ საკითხის შესწავლას ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა და არც ძალზე რთული ჩანს, რადგან ვნებებს ყველა განიცდის, მათი ბუნების დადგენა კი არ საჭიროებს დაკვირვებათა დასესხებას რაიმე სხვა სფეროდან. ამის მიუხედავად, ვნებების შესახებ ძველი დროის მოაზროვნეთა მოძღვრება იმდენად უმნიშვნელო, უმეტესწილად, იმდენად ნაკლებ სარწმუნოა, რომ მათგან აღიარებული აზრების მიყოლით ჭეშმარიტების მიახლოების იმედი არ მაქვს; მე სხვა გზა უნდა ავირჩიო. ამიტომ მომიწევს წერა ისე, თითქოს ვიხილავდე ისეთ საკითხს, რომელსაც ჩემამდე არავინ შეხებია. უპირველეს ყოვლისა, ყოველივე ის, რაც ხდება ან პირველად იჩენს თავს, როგორც ვხედავ, ფილოსოფოსთა მიერ, ზოგადად, ვნებად იწოდება იმ სუბიექტთან მიმართებით, ვისაც ეს ემართება, ხოლო იმ სუბიექტთან მიმართებით ვისი წყალობითაც ეს ხდება – მოქმედებად. ასე რომ, ხშირ შემთხვევაში, მართალია, აქტიური და პასიური პირები დიდად სხვაობენ ერთმანეთისაგან, მაგრამ მოქმედება და ვნება მუდამ მაინც ერთი და იგივე მოვლენაა, ორი სახელდების მქონე, რადგან ის შეიძლება მიეკუთვნოს ორ სხვადასხვა სუბიექტს.
2. სულის ვნებათა შესაცნობად მისი ფუნქციები უნდა განვასხვაოთ სხეულის ფუნქციებისაგან
შემდეგ, ასევე ვხედავ, რომ გარდა სხეულისა, რომელთანაც დაკავშირებულია სული (l’âme), ისეთს ვერაფერს ვამჩნევთ, უფრო უშუალოდ რომ ზემოქმედებდეს ჩვენს სულზე; აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ: ის, რაც სულისთვის ვნებაა, სხეულისთვის, ჩვეულებრივ, მოქმედებაა. ასე...
რენე დეკარტი
რენე დეკარტი (31.03.1596-11.02.1650) - ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, კოსმოლოგი. საყოველთაოდაა მიჩნეული თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლად.