მახასიათებლები
- სათაური: ფრაგმენტები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰერაკლიტე
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 33
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1143
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- წინასიტყვაობა
- ფრაგმენტები
გადაფურცვლა
ჰერაკლიტე – ფრაგმენტები
Ἡράκλειτος - Θραύσματα
წინასიტყვაობა
იმისათვის, რომ ქართველ მკითხველს ზოგადი წარმოდგენა მაინც შეჰქმნოდა ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის - ჰერაკლიტე ეფესელის ფილოსოფიური დოქტრინის შესახებ, საჭიროდ მივიჩნიე თარგმანისათვის წამემძღვარებინა გერმანელი სწავლულის ჰ. არნიმის მოკლე ნარკვევი - „ჰერაკლიტე“, ხოლო ფრაგმენტებისათვის ჩემი საკმაოდ ვრცელი კომენტარები დამერთო, რომლებიც გაგვიადვილებენ მათ ენიგმურ არსში წვდომას და, იმავდროულად, ცხადყოფენ ჰერაკლიტეს გავლენას ანტიკური თუ ადრეული შუა საუკუნეების ფილოსოფიური და თეოლოგიური აზრის განვითარებაზე. ჰერაკლიტე ეფესელი თავისი ფილოსოფიური ანტიპოდის (პარმენიდე ელეელის, - ბ.ბ.) თანამედროვე და, ასე განსაჯეთ, მისი კბილაც კი იყო.
ეფესელი მოაზროვნის სიმწიფის ხანა ძვ. წ. ა. 500 წელზე მოდის, რის შემდეგაც მეხუთე საუკუნეში მან ორი ათეული წელი კიდევ იცხოვრა. შესაძლოა როგორც ერთის, ისე მეორის თხზულებებში გვხვდებოდეს კიდეც მინიშნებები ერთმანეთის შესახებ, მაგრამ შეუძლებელია დაბეჯითებით ვამტკიცოთ ეს. ჰერაკლიტეს მილეტელი წინამორბედებისათვის ამოსავალი წერტილი იყო ცდის მონაცემების მკაფიოდ აღნუსხვა, საიდანაც ისინი ცდილობდნენ სამყაროსა და მისი წარმოშობის ზუსტ წარმოდგენამდე მისულიყვნენ; მაშინ, როდესაც, ჰერაკლიტე, პირიქით, ბუნების მკვლევარი კი არა, სპეკულატური ფილოსოფოსია. მისი აზრები ინტუიციიდან იღებენ დასაბამს, ხოლო მათი სიტყვიერი გამოხატულებანი ორაკულის გამონათქვამებს მოგვაგონებენ. ის უარს ამბობს რაციონალურ დასკვნებსა და დასაბუთებებზე. ამ გამონათქვამების ბუნდოვანებათა და ნაირფერად მოლივლივე განუსაზღვრელობათა წყალობით, ისინი შეიძლება უღრმესი სიბრძნის გამოხატულებებად იქნენ აღქმულნი... ამ ფორმით აყალიბებდა ჰერაკლიტე თავის აზრებს არა მარტო სამყაროსა და ღმერთების, არამედ ადამიანური ცხოვრების შესახებაც... მისი თხზულებებიდან სიტყვასიტყვით ამოკრეფილი და ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტები დილსის კრებულში 126 ძალზე მოკლე წინადადების...