მახასიათებლები
- სათაური: ისტორიის აპოლოგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: მარკ ბლოკი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2007
- ენა: ქართული
- გვერდები: 99
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 786
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ლუსიენ ფევრს მიძღვნის მაგიერ
- შესავალი
- თავი პირველი. ისტორია, ადამიანები და დრო
- თავი მეორე. ისტორიული დაკვირვება
- თავი მესამე. კრიტიკა
- თავი მეოთხე. ისტორიული ანალიზი
- თავი მეხუთე
გადაფურცვლა
მარკ ბლოკი - ისტორიის აპოლოგია
Marc Bloch - Apologie pour l’historie
სარჩევი
ლუსიენ ფევრს მიძღვნის მაგიერ
შესავალი
თავი პირველი. ისტორია, ადამიანები და დრო
თავი მეორე. ისტორიული დაკვირვება
თავი მესამე. კრიტიკა
თავი მეოთხე. ისტორიული ანალიზი
თავი მეხუთე
ლუსიენ ფევრს მიძღვნის მაგიერ
თუ ერთ მშვენიერ დღეს ამ წიგნს გამოსცემენ, თუ იგი უბრალო შხამსაწინააღმდეგო საშუალებიდან, რომელშიც, საშინელ პირად თუ საერთო ტკივილსა და ტანჯვაში ჩავარდნილი, ცოტაოდენ სულიერ წონასწორობას ვეძებ, ნამდვილ საკითხავ წიგნად გადაიქცევა, მაშინ, ძვირფასო მეგობარო, მის თავფურცელზე სხვა სახელი დაიწერება და არა თქვენი. მიხვდებით, რომ ეს სახელი საჭირო იყო ამ ადგილზე: ერთადერთი მინიშნება მეტისმეტად ღრმა და მეტისმეტად წმინდა, ნაზ გრძნობაზე, რომლის სიტყვებით გადმოცემა ძალზე ძნელია. თუმცა როგორ შევურიგდებოდი იმას, რომ თქვენი სახელი მხოლოდ შემთხვევით, რამდენიმე მინიშნებაში გამოჩენილიყო (რაც საბოლოო ჯამში მეტისმეტად ცოტაა)? ჩვენ დიდხანს ვიბრძოდით ერთად, რათა ისტორია უფრო ფართო და ჰუმანური ყოფილიყო. ახლა, როდესაც ამას ვწერ, ჩვენს საერთო საქმეს მრავალი საფრთხე ემუქრება, არა ჩვენი მიზეზით. ჩვენ დროებით დაგვამარცხა უსამართლო ბედისწერამ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად განახლდება: ღიად, როგორც უწინ და უწინდელივით თავისუფლად. მანამდე კი მე, ჩემი მხრივ, ვაგრძელებ ამ ფურცლებზე, რომელიც სავსეა თქვენით, ვეცდები შევინარჩუნო ის რითმი, ის შინაგანი სიღრმისეული თანხმობა, რომელიც გარეგნულად ცოცხლდებოდა ჩვენი მეგობრული კამათების სასარგებლო თამაშებით. იმ იდეებიდან, რომლის დაცვაც გადამიწყვეტია, არაერთი უშუალოდ თქვენგან მოდის. რაც შეეხება მრავალ სხვა დანარჩენს, მიჭირს გაცნობიერება, თქვენ გეკუთვნით ისინი, მე, თუ – ორივეს ერთად. ვიმედოვნებ, რომ მოგეწონებათ. ხანდახან სიამოვნებითაც წაიკითხავთ. და ყველაფერი ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენ შორის კავშირს.
ფუჟერი (კრეზი), 10 მაისი,...