მახასიათებლები
- სათაური: კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები
- ISBN კოდი:
- ავტორი: კარლ მარქსი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 1952
- ენა: ქართული
- გვერდები: 70
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 559
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
კარლ მარქსი - კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები
Karl Marx - Formen, die der kapitalistischen Produktion vorhergehen
(იმ პროცესის შესახებ, რომელიც წინ უსწრებს კაპიტალისტური ურთიერთობის შექმნას ან
თავდაპირველ დაგროვებას)
თუ დაქირავებული შრომის წანამძღვარი და კაპიტალის ერთ-ერთი ისტორიული პირობა თავისუფალი შრომა და ამ თავისუფალი შრომის ფულზე გაცვლაა (რათა ფულის კვლავწარმოება მოხდეს და მისი ღირებულება გაიზარდოს, რათა ეს თავისუფალი შრომა ფულის მიერ გამოყენებულ იქნეს არა როგორც სახმარი ღირებულება პირადი მოხმარებისათვის, არამედ როგორც სახმარი ღირებულება ფულისათვის), მაშინ თავისუფალი შრომის გათიშვა მისი განხორციელების ობიექტური პირობებისაგან – შრომის საშუალებებისა და შრომის მასალისაგან – მეორე წანამძღვარია. მაშასადამე, უწინარეს ყოვლისა – მუშის მოწყვეტა მიწისაგან როგორც მისი ბუნებრივი ლაბორატორიისაგან და ამის გამო დაშლა წვრილი თავისუფალი მიწათსაკუთრებისა და აგრეთვე აღმოსავლურ თემზე (auf der Orientalischen Kommune) დამყარებული კოლექტიური მიწათსაკუთრებისა. ორივე ფორმაში მუშა თავისი შრომის ობიექტურ პირობებთან ისეთსავე დამოკიდებულებაშია, როგორც თავის საკუთრებასთან; ეს არის შრომის ბუნებრივი ერთიანობა მის ნივთიერ წანამძღვრებთან. ამიტომ შრომისაგან დამოუკიდებლად მუშას გააჩნია საგნობრივი არსებობა. ინდივიდუუმი თვითონ ეპყრობა თავის თავს ისე როგორც მესაკუთრე, როგორც თავისი სინამდვილის პირობების ბატონ-პატრონი. ასევე ეპყრობა იგი სხვებსაც – და იმისდა მიხედვით ეს წანამძღვარი მთლიანად თემიდან წარმოდგება თუ ცალკეული ოჯახებიდან, რომლებიც თემს ქმნიან – ინდივიდუუმი სხვებს ისე ეპყრობა როგორც თანამესაკუთრეებს, როგორც საერთო საკუთრების განმსახიერებელთ, ანდა როგორც დამოუკიდებელ მესაკუთრეებს თავის თავთან ერთად, როგორც დამოუკიდებელ კერძო მესაკუთრეებს, რომელთა გვერდით უწინ ყოვლისმშთანთქმელი და ყოვლისმომცველი საერთო საკუთრება განსაკუთრებული ager publicus-ის სახით თვით იკავებს ადგილს მრავალი კერძო მიწის მესაკუთრის გვერდით.
ორივე ფორმის...
კარლ მარქსი
კარლ მარქსი (05.05.1818-14.03.1883) - ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და ჟურნალისტი; მარქსიზმის ფუძემდებელი.