წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
"გოთას პროგრამის კრიტიკა" არის დოკუმენტი, დაფუძნებული კარლ მარქსის 1875 წლის წერილზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისათვის, რომელთანაც მარქსი და ენგელსი ახლო ურთიერთობაში იყვნენ. დოკუმენტი გოთაში გასამართ ყრილობაზე განსახილველი საკითხების კრიტიკას წარმოადგენს; მას თან ერთვის მარქსის და ენგელსის წერილები.
"ფოიერბახი. მატერიალისტური და იდეალისტური შეხედულებების დაპირისპირებულობა" არის პირველი თავი "გერმანული იდეოლოგიისა", რომელშიც მარქსმა და ენგელსმა პირველად დაამუშავეს თავიანთი ახალი მსოფლმხედველობა - ისტორიის მატერიალისტური გაგება, როგორც მეცნიერული კომუნიზმის თეორიის ფილოსოფიური საფუძველი.
"კომუნისტური პარტიის მანიფესტი" - ესაა 1848 წლის პოლიტიკური მანიფესტი კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ავტორობით, რომელშიც კომუნისტთა ლიგის პროგრამაა ჩამოყალიბებული. პირველად "მანიფესტი" გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე, 1848 წლის რევოლუციების დასაწყისში, და მას შემდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ტექსტად ითვლება მსოფლიოში.
"ფილოსოფიის სიღატაკე" მთავარი წყაროა კარლ მარქსის კომუნიზმის თეორიის გასაგებად. წიგნი 1847 წელს გამოქვეყნდა პარიზსა და ბრიუსელში. იგი დაიწერა, როგორც პასუხი ფრანგი ანარქისტის, პიერ-ჟოზეფ პრუდონის ეკონომიკურ და ფილოსოფიურ არგუმენტებზე, რომლებიც მან 1846 წელს გამოცემულ წიგნში, "ეკონომიკურ წინააღმდეგობათა სისტემა", ჩამოაყალიბა.