I. ბურჟუები და პროლეტარები
II. პროლეტარები და კომუნისტები
III. სოციალისტური და კომუნისტური ლიტერატურა
IV. კომუნისტების დამოკიდებულება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან
კომენტარები
კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი - კომუნისტური პარტიის მანიფესტი
Karl Marx and Friedrich Engels - The Communist Manifesto
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I. ბურჟუები და პროლეტარები
II. პროლეტარები და კომუნისტები
III. სოციალისტური და კომუნისტური ლიტერატურა
IV. კომუნისტების დამოკიდებულება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან
კომენტარები
აჩრდილი დადის ევროპაში - აჩრდილი კომუნიზმისა. ძველი ევროპის ყველა ძალა საღმრთო კავშირში შეერთდა ამ აჩრდილის სადევნელად: პაპი და მეფე, მეტერნიხი და გიზო, საფრანგეთის რადიკალები და გერმანიის პოლიციელები.
სად მოიპოვება ისეთი ოპოზიციური პარტია, რომლისთვისაც კომუნისტობის დაწამებით სახელი არ გაეტეხოთ მთავრობაში მყოფ მის მოწინააღმდეგეებს? სად მოიპოვება ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც კომუნისტობის სამარცხვინო ბრალდება უკანვე არ ესროლოს როგორც ოპოზიციის უფრო პროგრესულ წარმომადგენელთათვის, ისე თავის რეაქციულ მოწინააღმდეგეთათვის?
ორი რამ გამომდინარეობს ამ ფაქტიდან.
კომუნიზმს უკვე ძალად აღიარებენ ევროპის ყველა ხელისუფალნი.
დიდი ხანია დრო არის, რომ კომუნისტებმა მთელი მსოფლიოს წინაშე აშკარად გამოთქვან თავიანთი შეხედულება, თავიანთი მიზნები, თავიანთი მისწრაფებანი და კომუნიზმის აჩრდილის შესახებ არსებულ ზღაპრებს დაუპირისპირონ თვით პარტიის მანიფესტი.
ამ მიზნით სრულიად სხვადასხვა ეროვნების...