მახასიათებლები
- სათაური: ბედის ნებიერი პერი (წიგნი I)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰენრიკ პონტოპიდანი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 1968
- ენა: ქართული
- გვერდები: 386
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 349
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- თავი I
- თავი II
- თავი III
- თავი IV
- თავი V
- თავი VI
- თავი VII
- თავი VIII
- თავი IX
- თავი X
- თავი XI
- თავი XII
- თავი XIII
- თავი XIV
- თავი XV
გადაფურცვლა
ჰენრიკ პონტოპიდანი – ბედის ნებიერი პერი (წიგნი I)
Henrik Pontoppidan – Lykke-Per (Bog 1)
სარჩევი
თავი I
თავი II
თავი III
თავი IV
თავი V
თავი VI
თავი VII
თავი VIII
თავი IX
თავი X
თავი XI
თავი XII
თავი XIII
თავი XIV
თავი XV
თავი I
იუტლანდიის აღმოსავლეთით, ტყიანი ფიორდის სათავესთან, მწვანე ბორცვებში ჩაკარგულ პატარა პროვინციულ ქალაქში, ჯერ კიდევ ომამდე ცხოვრობდა პასტორი იოჰან სიდენიუსი. ღვთისმო შიში და მკაცრი კაცი იყო. არც გარეგნობით, არც ცხოვრების ყაიდით არ ჰგავდა სხვა ქალაქელებს და ამიტომაც მრავალი წლის განმავლობაში უცხოსავით ექცეოდნენ. პასტორის ახირებულობაზე ისინი ხან მხრებს იჩეჩდნენ, ხან ბრაზობდნენ. ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში შეხვდებოდით ამ წარმოსადეგ, ზვიად კაცს, შინნაქსოვი მაუდის რუხი გრძელკალთებიანი სერთუკი რომ ეცვა და დიდი ლურჯი სათვალე ეკეთა. პასტორი ქოლგის ტარს მაგრად ჩაბღუჯავდა და თან ყოველ ნაბიჯზე თითქოს თავისი ფეხის ხმას უწყობსო, ამ ქოლგას ქვაფენილზე მძიმედ აბჯენდა. გამვლელ-გამომვლელნი უნებლიეთ მოტრიალდებოდნენ და თვალს აყოლებდნენ, ხოლო ისინი, ვინც შინ ისხდნენ და ფანჯრიდან უყურებდნენ, მის დანახვაზე ხითხითებდნენ ან ცხვირს იბზუებდნენ. ქალაქის მამანი, მოხუცი ვაჭრები და ფეხზე მოვაჭრენი არ ესალმებოდნენ მაშინაც კი, როცა სრული შესამოსელი ემოსა. მათ საძრახისად არ მიაჩნდათ, თუ თავად ქუჩაში ხის ქოშებს ან გაქონილ ტილოს ქურთუკს ჩაიცვამდნენ, თან ყალიონსაც გაიჩრიდნენ პირში, თავიანთი ქალაქის დიდ შეურაცხყოფად კი იმას თვლიდნენ, რომ ასეთი ართვალი პასტორი ჰყავდათ: ჯერ ერთი, სოფლის გაძვალტყავებული დიაკვანივით არის ჩაცმული, თანაც, ეტყობა წელებზე ფეხს იდგამს რომ გამოკვებოს ბავშვების მთელი გროვა.
არა, ისინი აქ სხვანაირ ღვთისმსახურებს არიან შეჩვეულნი, იმათ, ვინც ლამაზ შავ სერთუკებს და თეთრი ბატისტის ჰალსტუხებს ატარებს, ვინც თავისი საქმეებით მშობლიურ ქალაქს და მის ეკლესიას სახელს უხვეჭს, შემდეგ ზოგი...