მახასიათებლები
- სათაური: თომა აქვინელის ფილოსოფია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნოდარ ნათაძე
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 1973
- ენა: ქართული
- გვერდები: 116
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 733
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
- შესავალი
- თავი I. თომა აქვინელის ონტოლოგია
- 1. საგნის ონტოლოგიური სტრუქტურა. ფორმა, მატერია, არსება, ყოფიერება
- 2. თომას რეალიზმის კრიტიკისათვის
- 3. თომას „ექსისტენციალიზმის“ კრიტიკისათვის
- თავი II. ღმერთი და სამყარო
- თავი III. ყოფიერთა საფეხურები, ანთროპოლოგია
- თავი IV. ეთიკა
- თავი V. თომიზმის კრიტიკის მიმართულებანი
გადაფურცვლა
ნოდარ ნათაძე
თომა აქვინელის ფილოსოფია
სარჩევი
შესავალი
თავი I. თომა აქვინელის ონტოლოგია
    1. საგნის ონტოლოგიური სტრუქტურა. ფორმა, მატერია, არსება, ყოფიერება
    2. თომას რეალიზმის კრიტიკისათვის
    3. თომას „ექსისტენციალიზმის“ კრიტიკისათვის
თავი II. ღმერთი და სამყარო
თავი III. ყოფიერთა საფეხურები, ანთროპოლოგია
თავი IV. ეთიკა
თავი V. თომიზმის კრიტიკის მიმართულებანი
შესავალი
თომა აქვინელი (1226-1274) შუა საუკუნეთა ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე გავლენიანი მოაზროვნეა, რომლის მოძღვრება დღესაც დროშად აქვს ოფიციალურ კათოლიკურ ფილოსოფიას. მისი ზედწოდებები – doctor communis (საერთო დოქტორი, საყოველთაო მოძღვარი) და უფრო ფართოდ ცნობილი – doctor angelicus (ანგელოზებრი დოქტორი) – თავისთავად მეტყველებს მის ავტორიტეტზე კათოლიკურ ეკლესიაში. წარმოშობით იტალიელი ფეოდალი (მისი გვარი განსაკუთრებით დაწინაურდა იმპერატორ ფრიდრიხ II-ის სამსახურში), იგი დაიბადა როკასეკას ციხე-დარბაზში ქ. აქვინოს მახლობლად და მიიღო სამონასტრო განათლება (დაწყებული ხუთი წლის ასაკიდან), რომელიც სასულიერო კარიერისათვის იყო საჭირო. მაგრამ თომას მისწრაფება ცოდნისადმი, კერძოდ, თეოლოგიური ცოდნისადმი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე კარიერისადმი და მისმა პირველმა კონფლიქტმა ოჯახთან ამ ნიადაგზე თავი იჩინა 1244 წელს, როცა იგი „მჭვრეტელობითი ცხოვრების“ იდეალის აღმსარებელ დომინიკელთა სამონაზვნო ორდენში შევიდა და მით მამისგან შემზადებული კარიერის გზას ასცდა. ამ კონფლიქტმა, გადმოცემის თანახმად, კულმინაციას ცოტა გვიან მიღწია, როცა პარიზის უნივერსიტეტში სასწავლად მიმავალი ჭაბუკი მისმა ოფიცერმა ძმებმა გზაში შეიპყრეს და მამის კოშკში დააბრუნეს. მისი ნების მოტეხვის მიზნით ოჯახმა იგი წელიწადზე მეტ ხანს ჩაკეტილში ამყოფა და, როგორც გადმოგვცემენ, საცდუნებლად ლამაზი ქალიც კი შეუგზავნა, მაგრამ თომამ მას ბუხრიდან ამოტაცებული ნაღვერდალი მოუღერა და მით მოიგერია. ამის შემდეგ თომას ბიოგრაფია...
ნოდარ ნათაძე
ნოდარ ნათაძე (1929-2022) – ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და პოლიტიკოსი; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი).