მახასიათებლები
- სათაური: ანა სვერდი
- ISBN კოდი:
- ავტორი: სელმა ლაგერლიოფი
- გამომცემელი: EKA
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 145
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 876
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ნაწილი პირველი
გამგზავრება კარლშტადში
ცხენი და ძროხა, მოახლე და მოჯამაგირე
ლენსმანის ცოლი
ქორწილი
ახალი სახლი
პასტორის ცოლის დილა
მოჩვენება ეკლესიაში
საკვირაო ქუდი
ვიზიტი
ნაწილი მეორე
სამოთხე
შეცოდება
კარადა
დასტა ბანქო
შეხვედრა
უბედური შემთხვევა
ფროიკენ ჟაკეტა
ანსტუ ლიზა
ნაწილი მესამე
ბოშათა ბარონი
ბარონესა
ბაზრობების მოციქული
გამგზავრება...
დაბრუნება
ნიშნობის ბეჭედი
გადაფურცვლა
სარჩევი
ნაწილი პირველი
გამგზავრება კარლშტადში
ცხენი და ძროხა, მოახლე და მოჯამაგირე
ლენსმანის ცოლი
ქორწილი
ახალი სახლი
პასტორის ცოლის დილა
მოჩვენება ეკლესიაში
საკვირაო ქუდი
ვიზიტი
ნაწილი მეორე
სამოთხე
შეცოდება
კარადა
დასტა ბანქო
შეხვედრა
უბედური შემთხვევა
ფროიკენ ჟაკეტა
ანსტუ ლიზა
ნაწილი მესამე
ბოშათა ბარონი
ბარონესა
ბაზრობების მოციქული
გამგზავრება...
დაბრუნება
ნიშნობის ბეჭედი
ნაწილი პირველი
გამგზავრება კარლშტადში
I
რაც უნდა თქვან თეა სუნდლერზე, ერთ რამეს ვერ უარყოფს კაცი, მან ყველაზე უკეთ იცოდა, როგორ მოჰქცეოდა კარლ-არტურს.
აი, ვთქვათ, შარლოტა ლიოვენშოლდი. მასაც ხომ უნდოდა დაეყოლიებინა კარლ-არტური კარლშტადში წასვლასა და დედასთან შერიგებაზე. ადგა და იმაზე დაუწყო ლაპარაკი, გაიხსენეო, რამდენი ამაგი აქვს დედაშენს შენზე, ბოლოს დაშინებაც კი სცადა, ადრინდელივით კარგად ვეღარ იქადაგებ, თუ უმადურობას გამოიჩენ დედისადმიო.
ვითომც უძღები შვილი ყოფილიყოს, ისე უნდა დაბრუნებულიყო სახლში და შეწყნარება ეთხოვა მშობლებისთვის. ასეთი რამ კი სულაც არ შეეფერებოდა კარლ-არტურს, განსაკუთრებით ასეთი სულიერი განწყობისას, როგორიც ახლა ჰქონდა, როცა მისი ქადაგებები იმდენად მოსწონდა ყველას, მთელი მრევლი ეთაყვანებოდა.
ხოლო, როცა თეა სუნდლერს დასჭირდა მისი დაყაბულება კარლშტადში წასვლაზე, სულ სხვა მხრიდან შემოუარა. ჯერ ის ჰკითხა, მართალია თუ არა, ხალხი რომ ამბობს, დეიდა ეკენსტედს ჩვეულებად აქვს, არავის შეუნდოს სულ მცირე შეცდომაც კი, თუ პატიება არ სთხოვეო. და რადგან იგი ასეთი მომთხოვნია სხვებისადმი, ალბათ, თვითონაც მზადაა, რომ...
კარლ-არტური იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ დედა მისი მართლაც ასეთი იყო. თუ, მაგალითად, მიხვდება, რომ ცდება, მაშინვე...