მახასიათებლები
- სათაური: დაკარგული ქვეყანა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ართურ კონან დოილი
- გამომცემელი: EKA
- გამოცემის თარიღი: 1949
- ენა: ქართული
- გვერდები: 282
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1046
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- თავი პირველი. „ადამიანი თავად მოიხვეჭს დიდებას“
- თავი მეორე. „პროფესორ ჩელენჯერთან სცადეთ ბედი“
- თავი მესამე. „იგი აუტანელი ადამიანია“
- თავი მეოთხე. „ეს უდიდესი აღმოჩენაა!“
- თავი მეხუთე. „ეს ჯერ კიდევ საკითხავია“
- თავი მეექვსე. „მე მათი ღვთის რისხვა ვიყავი“
- თავი მეშვიდე. „ხვალ ჩვენ უცნობ მხარეში მივდივართ“
- თავი მერვე. უცნობი ქვეყნის კარიბჭესთან
- თავი მეცხრე. „წინასწარ ამას ვინ განჭვრეტდა“
- თავი მეათე. „აი, საოცრებაც“
- თავი მეთერთმეტე. მე გმირი ვხდები
- თავი მეთორმეტე. „რა საშინელება იყო ტყეში“
- თავი მეცამეტე. „ეს სანახაობა მე არასოდეს დამავიწყდება“
- თავი მეთოთხმეტე. „ეს იყო ნამდვილი გამარჯვება“
- თავი მეთხუთმეტე. „ჩვენი თვალები მუდმივ განცვიფრებაში იყო“
- თავი მეთექვსმეტე. „ქუჩაში! ქუჩაში!“
გადაფურცვლა
ართურ კონან დოილი - დაკარგული ქვეყანა
Arthur Conan Doyle – The Lost World
სარჩევი
თავი პირველი. „ადამიანი თავად მოიხვეჭს დიდებას“
თავი მეორე. „პროფესორ ჩელენჯერთან სცადეთ ბედი“
თავი მესამე. „იგი აუტანელი ადამიანია“
თავი მეოთხე. „ეს უდიდესი აღმოჩენაა!“
თავი მეხუთე. „ეს ჯერ კიდევ საკითხავია“
თავი მეექვსე. „მე მათი ღვთის რისხვა ვიყავი“
თავი მეშვიდე. „ხვალ ჩვენ უცნობ მხარეში მივდივართ“
თავი მერვე. უცნობი ქვეყნის კარიბჭესთან
თავი მეცხრე. „წინასწარ ამას ვინ განჭვრეტდა“
თავი მეათე. „აი, საოცრებაც“
თავი მეთერთმეტე. მე გმირი ვხდები
თავი მეთორმეტე. „რა საშინელება იყო ტყეში“
თავი მეცამეტე. „ეს სანახაობა მე არასოდეს დამავიწყდება“
თავი მეთოთხმეტე. „ეს იყო ნამდვილი გამარჯვება“
თავი მეთხუთმეტე. „ჩვენი თვალები მუდმივ განცვიფრებაში იყო“
თავი მეთექვსმეტე. „ქუჩაში! ქუჩაში!“
თავი პირველი. „ადამიანი თავად მოიხვეჭს დიდებას“
მისტერ ჰანგერტონი, გლედისის მამა, ძალზე უტაქტო ქმნილება იყო და აბურძგნილ, უსიამო თუთიყუშს მოგაგონებდათ. საკმაოდ გულკეთილი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. თუკი რამეს შეეძლო გლედისთან განვეშორებინე, მხოლოდ იმის შიშს, რომ ჰანგერტონი ჩემი სიმამრი გახდებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩემს ხშირ სტუმრობას „წაბლნარში“, სადაც მე კვირაში სამჯერ დავდიოდი, იგი ხსნიდა თავისი დამსახურებით, განსაკუთრებით კი ბიმეტალიზმზე საუბრით. ამ დარგში იგი დიდ ავტორიტეტობასაც იჩემებდა.
იმ საღამოს თითქმის საათზე მეტხანს ვისმენდი მის ყბედობას - ვერცხლისა და რუპიის ღირებულების დაცემაზე, ფასის დაკლებასა და ფულის წესიერი სისტემის დადგენის აუცილებლობაზე.
- წარმოიდგინეთ, რა მოხდება ქვეყნად, ყველა ვალის დაუყოვნებლივ გასტუმრება რომ მოითხოვონ თანამედროვე პირობებში! - წამოიძახა მან ძაბუნი და შეშფოთებული ხმით.
რა თქმა უნდა, გავკოტრდებოდი-მეთქი, - ვუპასუხე, მაგრამ მისტერ ჰანგერტონი ამ პასუხით უკმაყოფილო...