მახასიათებლები
                    
                   	
                        - სათაური: ზამთრის ზღაპარი
 
                        - ISBN კოდი: 
 
                        - ავტორი: უილიამ შექსპირი
 
                        - გამომცემელი: EKA
 
                        - გამოცემის თარიღი: 1969
 
                        - ენა: ქართული
 
                        - გვერდები: 137
 
                        - კატეგორია: წიგნები
 
                        - ნახვები: 795
 
                        - რეიტინგი: 5.0
 
                    
                     
                    
                    	                
                    სარჩევი
                    
                    
- მოქმედნი პირნი
 
- მოქმედება I
 
- მოქმედება II
 
- მოქმედება III
 
- მოქმედება IV
 
- მოქმედება V
 
                     
					
	                
                    გადაფურცვლა
                    
                    
	
	
		
			
				უილიამ შექსპირი
			
			
				 
			
			
				 
			
			
			ზამთრის ზღაპარი
			
			
				 
			
			
				 
			
			
				თბილისი
			
			
				 
			
			
				1969
			
			
				 
			
			
				სარჩევი
			
			
				 
			
			
				მოქმედნი პირნი
			
			
				მოქმედება I
			
			
				მოქმედება II
			
			
				მოქმედება III
			
			
				მოქმედება IV
			
			
				მოქმედება V
			
						
				 
			
			
				 
			
			
				მოქმედნი პირნი 
			
			
				 
			
			
				ლეონტე – მეფე სიცილიისა. 
			
			
				მამილიუს – ყრმა უფლისწული სიცილიისა. 
			
			
				ანტიგონე, კამილო, კლეომენე, დიონე – სიცილიელი დიდებულნი. 
			
			
				პოლიქსენე – მეფე ბოჰემიისა. 
			
			
				ფლორიზელი – უფლისწული ბოჰემიისა. 
			
			
				არქიდამე – ბოჰემიელი დიდებული. 
			
			
				მოხუცი მწყემსი – პერდიტას მამამძუძე. 
			
			
				ოტროველა – მისი ვაჟი. 
			
			
				ავტოლიკე – მაწანწალა. 
			
			
				მეზღვაური 
			
			
				დილეგის მცველი 
			
			
				ჰერმიონე – დედოფალი სიცილიისა. 
			
			
				პერდიტა – ჰერმიონესა და ლეონტეს ასული. 
			
			
				პოლინა– ანტიგონეს მეუღლე. 
			
			
				ემილი –ჰერმიონეს სეფექალი. 
			
			
				დორკა, მოპსა – მწყემსი დიაცები 
			
			
				დიდებულნი, აზნაურნი, სეფექალნი, მოხელენი და მსახურნი, მწყემსები და მწყემსი დიაცები. 
			
			
				ქოროს მოვალეობას ასრულებს დრო 
			
			
				მოქმედების ადგილი: ხან სიცილია, ხანაც – ბოჰემია. 
			
			
				 
			
			
				მოქმედება I 
			
			
				 
			
			
				ს უ რ ა თ ი I. სიცილია. წინადარბაზი ლეონტეს სასახლეში. შემოდიან კამილო და ა რ ქ ი დ ა მ ე. 
			
			
				 
			
			
				ა რ ქ ი დ ა მ ე. ჰოდა. იმას მოგახსენებდით, ჩემო კამილო: ბოჰემიაში თუ მოგიხდათ ჩამობრძანება, იმგვარადვე, როგორც ჩვენ გეწვიეთ, დაინახავთ, თუ რაოდენ განსხვავდება ბოჰემია სიცილიისაგან. 
			
			
				კ ა მ ი ლ ო. ვგონებ, საზაფხულოდ უნდა აპირებდეს სიცილიის მეფე საპასუხო სტუმრობას ბოჰემიის კარზე. 
			
			
				ა რ ქ ი დ ა მ ე. თუ ჯეროვნად ვერ გაგიმასპინძლდით, კეთილი გულით მაინც ავანაზღაურებთ ჩვენს სირცხვილს. უნდა მოგახსენოთ... 
			
			
				კ ა მ ი ლ ო. გევედრებით ჩემო... 
			
			
				ა რ ქ ი დ ა მ ე. არა, დაბეჯითებით მოგახსენებთ: ჩვენ როდი ძალგვიძს ეგზომ მეფური, ეგზომ იშვიათი მიღება – აღარ ვიცი, რარიგ გამოვთქვა... სამაგიეროდ,...                    
                 
                            
                    უილიამ შექსპირი
                    
                                            
                                            უილიამ შექსპირი (26.04.1564 (ნათლობა) - 23.04.1616) – ინგლისელი პოეტი, დრამატურგი და მსახიობი. მიჩნეულია ყველაზე გავლენიან ინგლისურენოვან მწერლად და მსოფლიოს უდიდეს დრამატურგად, რომლის პიესები დღემდე უფრო ხშირად იდგმება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავტორისა.