მახასიათებლები
- სათაური: ლიმონი/აყვავებული ალუბლების ქვეშ
- ISBN კოდი:
- ავტორი: მოტოჯირო კაჯიი
- გამომცემელი: epsilon
- გამოცემის თარიღი: 2023
- ენა: ქართული
- გვერდები: 6
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 490
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ლიმონი
- აყვავებული ალუბლების ქვეშ
გადაფურცვლა
მოტოჯირო კაჯიი – ლიმონი/აყვავებული ალუბლების ქვეშ
სარჩევი
ლიმონი
აყვავებული ალუბლების ქვეშ
ლიმონი
გაუგებარი წყევლა მძიმედ მაწევს გულზე. თუ გნებავთ, მოუსვენრობა დაარქვით, ან ცუდი იუმორი - ეს ალკოჰოლის დალევის შემდეგ, ნაბახუსევზე ყოფნას ჰგავს. მაგრამ ეს ნაბახუსევი, ყოველდღე სმის შედეგად მოვიდა.
საკმაოდ ცუდი შემთხვევა იყო. პრობლემა ფილტვების ანთება, ან ნერვული აშლილობა არ ყოფილა. არც ჩემი აურაცხელი ვალები. ეს წყევლა იყო ცუდი.
აქამდე, ნებისმიერი მშვენიერი მუსიკა მსიამოვნებდა, ნებისმიერი სტროფი სიმღერისა თუ პოეზიის. მაგრამ ახლა, მოთმინება არ მყოფნიდა ბოლომდე მომესმინა. ვცდილობდი, გრამაფონისთვის მომესმინა, მაგრამ პირველი თუ მეორე ფრაზის შემდეგ, ადგომა და წასვლა მინდებოდა. გაუსაძლისი გახდა ყველაფერი. ამიტომ, ხეტიალი დავიწყე.
მაშინ ჩემი ყურადღება ლამაზმა და ღარიბულმა ნივთებმა მიიპყრო, მიკვირდა, რატომ. ღარუბულ ქუჩებში, ამ ცივი, ფორმალური მთავარი ქუჩების იქით, სიახლოვე ვიგრძენი. სადაც ჭუჭყიანი სარეცხი გასაშრობად გადმოეფინათ, ნაგავი მიმოეფანტათ და უკანა ქუჩების გაყოლებით, ღარიბულ სახლებში იჭვრიტებოდი; ახლა ეს მსიამოვნებდა. ქარისა და წვიმისგან გაუბედურებული ქუჩები მიწასთან სწორდებოდა, სახლები იძირებოდა, კედლები ინგრეოდა; აქ მხოლოდ მცენარეები ხარობდნენ, მიკვირდა, აყვავებული მზესუმზირისა თუ ბამბის ყვავილის ნახვა.
ამ ქუჩებში სიარულისას წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ არა კიოტოში, არამედ ასობით მილის დაშორებით, ნაგასაკიში ან სენდაიში ვიყავი.
რომ შემძლებოდა, კიოტოდან გავიქცეოდი და ისეთ ადგილას წავიდოდი, სადაც არავის ვიცნობდი. უპირველეს ყოვლისა, მშვიდ ადგილას. წარმოვიდგენდი ოთახს, უკაცრიელ სასტუმროში, სუფთა მატრასს, სურნელოვანი კოღოს ბადეს და კარგად გახამებულ იუკატას. მთელი თვე ლოგინში ვიწვებოდი და არაფერზე ვიფიქრებდი. მინდოდა, რამდენიმე საათი სხვა ქალაქში ვყოფილიყავი. და როცა ილუზიებს მივეცემოდი, წარმოსახვას ვიშველიებდი. ეს მხოლოდ ჩემი...
მოტოჯირო კაჯიი
მოტოჯირო კაჯიი (17 თებერვალი 1901 – 24 მარტი 1932) – ადრეული შოვას პერიოდის იაპონელი მწერალი, ცნობილი თავისი პოეტური პატარა ისტორიებით. მიუხედავად მისი არცთუ მდიდარე შემოქმედებითი მემკვიდრეობისა, მან წარუშლელი კვალი დატოვა იაპონურ ლიტერატურაში.