მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ოსამუ დაზაი
- გამომცემელი: epsilon
- გამოცემის თარიღი: 2023
- ენა: ქართული
- გვერდები: 29
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 511
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- გილოცათ შობას
- მოგონებები
- ოქროსფერი სურათი
- ბაღის ფარანი
- ჩიიოჯო
გადაფურცვლა
ოსამუ დაზაი – მოთხრობები
სარჩევი
გილოცავთ შობას
მოგონებები
ოქროსფერი სურათი
ბაღის ფარანი
ჩიიოჯო
გილოცავთ შობას
ტოკიო გახალისებული მოწყენილობის სანახაობას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში დაბრუნებისას ჩემი მომდევნო მოთხრობის დაწყებას ამ წინადადებით ვაპირებდი, მალევე შევიტყვე, რომ როგორც ვხედავდი, ‘ტოკიოში ცხოვრება’ ისეთივე იყო, როგორც ადრე. წელიწადი და სამი თვე ჩემი ბავშვობის სახლში გავატარე, ცუგარუში, ამ წლის შუა ნოემბერში კი ცოლთან და შვილებთან ერთად დავბრუნდი, მაგრამ როცა დავბრუნდი, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს უბრალოდ სამოგზაუროდ ვიყავი, ორი თუ სამი კვირით.
‘ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ, ტოკიო არც უკეთესობისკენ და არც უარესობისკენ არ შეცვლილა; ქალაქის ხასიათი იგივე იყო,’ სახლში წერილი გავგზავნე. ‘რა თქმა უნდა, ფიზიკური ცვლილებები არის, მაგრამ მეტაფიზიკურ დონეზე არაფერი შეცვლილა. ერთი ძველი გამოთქმა მახსენდება: სულელს მხოლოდ სიკვდილი თუ განკურნავსო. პატარა ცვლილება ცუდი არ იქნებოდა; სინამდვილეში, ცვლილების მოლოდინი გამართლებულიც კი არის.’
დეკემბრის დასაწყისში გარეუბანში არსებულ კინოთეატრში შევედი (შესაძლოა, სახელი ‘მოძრავი სურათების სახლი’ უფრო შეეფერებოდეს - ის გულის ამაჩუყებლად გაოხრებული ქოხი იყო) და ამერიკულ ფილმს ვუყურე. როცა გამოვედი, უკვე ექვსი საათი სრულდებოდა და ქუჩები საღამოს თეთრ ნისლს დაეფარა, მათ მიღმა კი გაურკვევლად ჩაცმული ხალხი ჩქარობდა, ყველა წლის დასასრულის აურზაურში იყო ჩართული.
წიგნის მაღაზიაში შევედი და ცნობილი ებრაელი დრამატურგის წიგნი ვიყიდე. წიგნი ჯიბეში ჩავიდევი, გასასვლელისკენ შევბრუნდი და იქ, თითისწვერებზე მდგარი ახალგაზრდა ქალი დავინახე, ისე იდგა, თითქოს უნდა გაფრინდესო, ის მე მიყურებდა.
დალოცვაა თუ წყევლა?
იმ ქალთან შეხვედრა, ვისაც ადრე დავსდევდი, თუმცა მის მიმართ ახლა არანაირ სიმპათიას აღარ ვგრძნობ, ყველაზე საშინელი უიღბლობაა. და, ჩემს...
ოსამუ დაზაი
შუჯი ცუშიმა (19.06.1909-13.06.1948), მოგვიანებით დაზაი ოსამუდ ცნობილი, იაპონელი მწერალია, რომელმაც აღარება მოიპოვა რომანებით “ჩამავალი მზე” და “დისკვალიფიცირებული როგორც ადამიანი”. ოსამუ დაზაიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა თავის საყვარელ ტომი იამაძაკისთან ერთად.