მახასიათებლები
- სათაური: ფინჯანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1929
- ენა: ქართული
- გვერდები: 14
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 459
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
მიხეილ ჯავახიშვილი - ფინჯანი
iBooks© 2023 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული რაიმე ფორმითა და რაიმე საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: iBooks
სარჩევი
I
II
III
I
შუადღე მიღწეული იქნებოდა, როდესაც ორსართულიანი სახლიდან, 12, ლევერის ქუჩაზე, კიდევ ერთი კაცი გამოვიდა და საკონსულოს კარები ბრაზით გამოიჯახუნა.
ერთხანს შესდგა და ხელში ნაჭერი დაჭმუჭნული რბილი ქუდი ვითომ შეასწორა, ნამდვილად კი უარესად მოსთელა. მერმე ისევ აავლო თვალი იმ შენობას, როგორც სასამართლოს აჰხედავს ხოლმე მომჩივანი, რომელმაც უეჭვო საქმე წააგო, და მცირე ყოყმანის შემდეგ ლიუქსენბურგის ბაღისკენ წავიდა.
უცებ ისევ შესდგა, ჯიბეზე ხელი მოუსვენრად მოიფათურა და, რა დარწმუნდა, რომ ყოველივე თავის რიგზე იყო, ხშირი ნაბიჯით განაგრძო გზა.
საკონსულოს პირდაპირ ფილაქანზე მუდმივ დარჭობილმა აგენტმა მიმავალს თვალი აადევნა და გაიფიქრა:
„ვერ მორიგდნენ“.
შემდეგ უბის წიგნაკი ამოიღო და რაღაც ჩაინიშნა იმ ფურცელზე, სადაც ადრევე ჰქონდა ჩაწერილი: „86. შავი ჯაგარი. 40 წლისა. მკვრივი. მოუხეშავი. 170 სანტიმეტრი. მარცხენა ხელი დამწვარი. მარტო მოდის“. მერმე ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ქვის კაცივით დაიწყო ნელი ბიჯება, თანაც მჭრელ თვალებს სახიფათო სახლს არ აშორებდა.
ნოდარ შუბიძე სენატს გამოსცდა, ოდეონის ქვეშ ვეება მაღაზიის წინ შესდგა და ახალ წიგნებს გადაავლო თვალი. მაგრამ გული ვერ დაუდო, რადგან იმ დღეს აღარ ეწიგნებოდა, და დამწვარი ხელით...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.