მახასიათებლები
- სათაური: ორი შვილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1927
- ენა: ქართული
- გვერდები: 10
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 452
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მიხეილ ჯავახიშვილი – ორი შვილი
iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: iBooks
- მაიტა ხელი, გავათავოთ, ოცდახუთმეტი!
- ორმოცი მეთქი.
- ოცდაათიც არა ღირს, გაათავე.
- არა ღირს და, შენ შენთვინა, მეც ჩემთვინა.
და თევდორემ ცხენი მოაბრუნა. დალალი მეხუთეჯერ მისწვდა აღვირს და მედუქნეს შეუტია:
- შენც რას ახირდი, ზაქრო! უწინ ამბობდი, მაგ ცხენში ორმოც თუმანსაც არ დავიშურებო, ეხლა კი რა ღმერთი გიწყრება! მიეცი და გაათავე!
- ჯანდაბას შენი თავი, ჩამოდი!
თევდორემ ჯერ შვილი ჩამოსვა, უკან რომ ეჯდა ცხენის გავაზე, მერმე თვითონაც ჩამოხტა და ხელი მისცა ზაქროს:
- შაგარგოს! შვილივით გამიზრდია, ალალია შენზედაც, ცხენის ყადრი იცი, თორემ სხვას არ მივცემდი.
კავშა ცხენი ბოძზე მიაბეს და სამივენი დუქანში შევიდნენ. თევდორეს შვილი კი, პატარა შიო, ცხენთან დარჩა.
- მაშ ეხლა ეს ცხენი ჩვენია? - ეკითხებოდა მისი ტოლი ზურაბი, მედუქნის შვილი.
- თქვენია. - სინანულით ოხრავს შიო.
- რა ცხენია! გავიზრდები, ჩემი იქნება.
შიოს ცრემლი მოსდის, ზურაბი კი გარს უვლის თაფლა კვიცს, რომელიც გრძელი კუდით ბუზებს იგერიებს, ნიშა თითქო ნანობს გაყიდვას და თეთრწინდიან ფეხებს ინაცვლის.
დუქანში კი ნასყიდობის ბარათს სწერდნენ და ჩარექიანებს სცლიდნენ. მზე შუბის წვერზე დავიდა, როცა სამივენი გამოვიდნენ.
თევდორე დიდზვარელმა ორმოცი თუმანი ჩაილაგა უბეში. დალალმა თუმნიანი დაჭმუჭნა და...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.