მახასიათებლები
- სათაური: პარაბოლები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ვიქტორ კონჯარია
- გამომცემელი: მაია კონჯარია
- გამოცემის თარიღი: 2023
- ენა: ქართული
- გვერდები: 31
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 507
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- „გიყუარ მეა?“
- ემპირია
- ანალიტიკა
- ეპილოგი
- 2. განრღვეული
- 3. ტარანტული იი
- იი
- 4. ციყვი
- 5. კარაული
გადაფურცვლა
ვიქტორ კონჯარია - პარაბოლები
სარჩევი
„გიყუარ მეა?“
   ემპირია
   ანალიტიკა
   ეპილოგი
2. განრღვეული
3. ტარანტული იი
   იი
4. ციყვი
5. კარაული
„გიყუარ მეა?“
ყოველი საწყისი წარგვიდგენს ორმაგ განცდათა კრებულს: ერთი მცონარებასა ჰგავს, სხვა-პასუხისმგებლობისაგან წვევას. წყნარი, მაგრამ დაუცხრომელი ხმობა ამსოფლიური ამაოებისა, რომლის ხმასთან ერთად იკარგება მოსვენება, მთვლემარებაში ყოფის ხალისთან ერთად. დაჟინებით განმეორებადი, ხანმოკლე შეკამათებანი „ჯერ არს “-სა და მცონარების კომფორტს შორის მალევე აღგვის უზრუნველი ყოფისაგან ნარჩენებს, გადააქცევს რა მას აუტანელ დისკომფორტად.
და ჯერ ეს მხოლოდ აზრობრივი შეგუებაა იმასთან, რასაც „ჰო “ეთქვა გაღვიძებისას. შემდეგ კი...შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერზე ხელის ჩაქნევისკენ მიდრეკილი, მოჭარბებული სკეპსისის გამო, შესაძლოა „მე “-ს თვითდამანგრეველი ჩავარდნა საკუთარ თავში...ან ისიც, რომ მავანი ნაბიჯარეული, ბორძიკით მაგრამ მაინც შეეცდება არსებულ „მე “-დან სხვა „მე “-სკენ მიმავალ ბილიკზე გასვლას. და აქვე სივერაგეა შეფარული: თავდაჯერებით ვერვინ იტყვის, რომ სწორ გზას მიაგნო, მთელი პროცესის ბედი გზადმავალის მიზანდასახულობასა და ნების სიმტკიცეზე ჰკიდია.
მიუხედავად ასეთი არაკეთილსაიმედო ვითარებისა ჩვენ მაინც მივიდრიკებით ხოლმე მყარი ნიადაგის ძიებისკენ, გვსურს ვიპოვოთ რაღაც მსგავსი, კანონზომიერი, რომელთა გარეშეც დავკარგავდით ყოველგვარ საზრისს, საკუთარ თავთან მარტოობაში ჩარაზულნი.
ემპირია
წარმოდგენაში არსებული ყოველდღიურობის სახე მოიცავს მუდამ განმეორებად, ნაცრისფერ პეიზაჟებს და ხალხს ამ ნაცრისფერებაში...თავდაპირველად იშვიათს...იმათ, რომელნიც სადღაც მიიჩქარიან და მათაც, რომელნიც დინჯად ჩაფიქრებულნი მოგზაურობენ ტროტუარებზე. ჰანს-ულრიხს თავის ადრეულ სიჭაბუკეში ისინი ლანდშაფტის ელემენტებად წარმოუდგებოდა. ისეთივე ჩვეულ და გარდაუვალ...