"ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი" - ესაა მგრძნობიარე, არტისტული ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელსაც მეგობრის საცოლე, ლოტტა შეუყვარდება. ვერტერი მიდის, მაგრამ ბრუნდება, გრძნობს რა საკუთარ თავს უიმედოდ. გაუზიარებელი სიყვარულითა და ცხოვრების სიცარიელის გრძნობით დათრგუნული ვერტერი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
პირველად გამოქვეყნებული 1912 წელს, "სიკვდილი ვენეციაში" - ესაა თომას მანის ნოველა საშუალო ასაკის გერმანელი მწერლის, გუსტავ ფონ აშენბახის შესახებ, რომელსაც თოთხმეტი წლის პოლონელი ბიჭის, ტაძიოს მიმართ არაჯანსაღი ვნება წარმოეშობა. მიუხედავად იმისა, რომ გუსტავი არ ზემოქმედებს თავის გრძნობებზე ბიჭთან მიმართებით, თავს დამღუპველ შინაგან სურვილში ჩათრეულად განიცდის. ემოციური განცდების კლასიკური წარმოსახვით "სიკვდილი ვენეციაში" ბრწყინვალედ ავლენს შინაგანი ფსიქოლოგიური ტანჯვის ტრაგიკულ ინტენსივობას.
საოკეანო ლაინერზე მოყვარულ მოჭადრაკეთა ჯგუფი დიდ ჩემპიონ ჩენტოვიჩს გამოიწვევს. თავიდან ისინი აგებენ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია იცვლება. ვინ არის ის ფერმკრთალი კაცი, რომელიც მათ ყველა ნაბიჯს ხელმძღვანელობს? "საჭადრაკო ნოველა" - ესაა ამბავი იდუმალებისა და ინტრიგების, ასევე მონათხრობი ადამიანის უძლეველ სულზე. პირველად გამოქვეყნდა 1941 წელს.
სტენდალის, რეალიზმის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკოსის, ისტორიები პერსონაჟთა ფსიქოლოგიის ღრმა ანალიზითაა ნიშნეული. "იტალიური ქრონიკები" წარმოადგენს რვა მოთხრობისგან შემდგარ კრებულს, რომლებიც 1829 და 1940 წლებს შორისაა დაწერილი და რომელთა ნაწილი მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ავტორი დრამატულ სიუჟეტთან მუშაობს, რათა ცხოვრების ინტენსივობის ხედვა შექმნას.
მძაფრი და მხიარული, "კანდიდი" დღემდე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სატირად რჩება 1759 წელს მისი პირველი გამოქვეყნებიდან. ის მოგვითხრობს თავგადასავლებს ახალგაზრდა კანდიდისა, პანგლოსის მოწაფის, ვინც, თავის მხრივ, ლაიბნიცის მოწაფეა და სამყაროს სიკეთისა სწამს. მრავალი უბედურების ნახვის შემდეგ კანდიდი საწინააღდეგოში რწმუნდება.
"ზადიგი, ანუ ბედისწერა" 1747 წელს შექმნილი ფილოსოფიური ნოველაა, რომელიც ანტიკური ბაბილონის ფილოსოფოს ზადიგის ცხოვრება აღწერს. წიგნი არ აცხადებს ისტორიული აკურატულობის პრეტენზიას. ნაწარმოებში წამოჭრილი ზოგი პრობლემა ვოლტერის თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხს ეხება, თუმცა მთავარი ადამიანის ამქვეყნიური უძლურებაა ბედისწერის წინაშე.