iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

მცირე პროზა

სორტირება:

ეს მოცულობითი ნოველა ადამიანისა და საზოგადოების დაპირისპირებაზეა, რომლიდან ერთადერთი გამოსავალი... სიკვდილია.

შტრასსენმან
1.00ლარი

შტრასსენმან

ჰერმან კესერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მძაფრი და მხიარული, "კანდიდი" დღემდე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სატირად რჩება 1759 წელს მისი პირველი გამოქვეყნებიდან. ის მოგვითხრობს თავგადასავლებს ახალგაზრდა კანდიდისა, პანგლოსის მოწაფის, ვინც, თავის მხრივ, ლაიბნიცის მოწაფეა და სამყაროს სიკეთისა სწამს. მრავალი უბედურების ნახვის შემდეგ კანდიდი საწინააღდეგოში რწმუნდება.

სიზმრები, ფილოსოფია, ბიბლიოთეკა, სარკეები, გამოგონილი მწერლები, მითები, მათემატიკა, გეომეტრია - ჭეშმარიტად ღრმა და ლაბირინთულია ბორხესის მოთხრობები, დაწერილი უდახვეწილესი ენითა, და მეცნიერებისა და ხელოვნების მრავალი დარგის ფუნდამენტური ცოდნით.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ხორხე ლუის ბორხესი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ზადიგი, ანუ ბედისწერა" 1747 წელს შექმნილი ფილოსოფიური ნოველაა, რომელიც ანტიკური ბაბილონის ფილოსოფოს ზადიგის ცხოვრება აღწერს. წიგნი არ აცხადებს ისტორიული აკურატულობის პრეტენზიას. ნაწარმოებში წამოჭრილი ზოგი პრობლემა ვოლტერის თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხს ეხება, თუმცა მთავარი ადამიანის ამქვეყნიური უძლურებაა ბედისწერის წინაშე.

ფრანგი რომანტიკოსის კრებულში შესულია მისი ხუთი გამორჩეული მოთხრობა: "სანგრის აღება", "ილელი ვენერა", "ლურჯი ოთახი", "არსენ გიიო" და "მატეო ფალკონე".

მოთხრობები
1.99ლარი

მოთხრობები

პროსპერ მერიმე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ღრმა ემოციურობით გამორჩეული მცირე ზომის მოთხრობები ომის საშინელებას მისი პირუკუ ფორმით გვიჩვენებს, ისე, რომ ომი ზოგჯერ ნაწარმოებში ნახსენებიც კი არ არის. ბორჰერტის მოთხრობები დღემდე რჩება მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ერთ-ერთ საუკეთესო მასალად.

ამ სამშაბათს
1.88ლარი

ამ სამშაბათს

ვოლფგანგ ბორჰერტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი რომანისტი, ბალზაკი, იმავდროულად მცირე პროზის სრულყოფილი ოსტატიც გახლდათ. წინამდებარე კრებული რვა მოთხრობას მოიცავს, რომელიც სოციალური და ფსიქოლოგიური გამჭრიახობითაა გამორჩეული და სრულად ახდენს ბალზაკიის გენიის დემოსტრირებას.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ესსეები და მოთხრობები, წარმოდგენილი წინამდებარე კრებულში, ეხება სოციალურ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ თემებს, რაც მარკესის მთელი შემოქმედების ქვაკუთხედია. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.

მარიონეტი და სხვა მოთხრობები
2.55ლარი

მარიონეტი და სხვა მოთხრობები

გაბრიელ გარსია მარკესი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ოთახი“ სარტრის ადრეული ნოველაა (1939), რომელშიც ავტორი სვამს კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დემენცია ნორმალური ეგზისტენციალური პოზიცია. ამასთანავე, სარტრი ირონიულად ახდენს ჯანმრთელი და შეშლილი სამყაროს პოლარიზებას და ასევე გაკვრით ეხება თემებს, რომლებსაც დეტალურად ოდნავ მოგვიანებით „ყოფიერებასა და არარაში“ განიხილავს.

ოთახი
2.00ლარი

ოთახი

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ქანთერვილის მოჩვენება“ - ესაა ნოველა ცნობილი ინგლისელი დიდებულის მოჩვენების შესახებ, რომელმაც ცოლი მოკლა, ხოლო ამ უკანასკნელის ძმებმა მას შიმშილით ამოხადეს სული. მოთხრობა არაერთხელ იქნება ეკრანიზებული და ადაპტირებული სცენისთვის. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Court and Society Review, 1887 წელს.

ჯონ სტეინბეკის 1937 წელს გამოქვეყნებული ნოველა „ამბავი თაგვთა და კაცთა“, რომელიც არაერთხელ იქნა ეკრანიზებული და სცენაზე დადგმული, დიდი დეპრესიის პერიოდში ორი მეგობრის, ჯორჯისა და ლენის, თავგადასავლის შესახებ გვიამბობს. ამბავი რანჩოზე ხდება, სადაც ისინი მუშებად არიან ჩამოსულნი და საღამოობით ოცნებებს ეძლევიან საკუთარი საქმისა და მყუდრო გარემოს, კურდღლების მოშენებისა და წიწილების მოვლის შესახებ, ოცნებებისა, რომლებსაც ახდენა არ უწერია.

ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობათა კრებულში სხვადასხვა დროს შექმნილი თვრამეტი თხზულებაა შესული, რომლებიც ომის, მარტოობის, ომისშედმგომი თაობის პრობლემებს და იმ პერიოდის ადამიანთა ურთიერთობებს ეხება. კრებულის სათაურად გამოტანილია ბიოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობის სახელწოდება.

ედგარ პოს ყველაზე ვრცელ, ოცმოთხრობიან კრებულში შესულია მწერლის დეტექტივები, ასევე მისი მისტიური, ფანტასტიური, ფსიქოლოგიური და იუმორისტული მოთხრობები, რომლებიც დღემდე არ ჰკარგავს აქტუალობას და ხშირად სულისშემძვრელ გავლენას ახდენს მკითხველზე.

„ნამდვილი მამაკაცი“ - ალეხანდრო გომესი, ერთი შეხედვით გულცივი, ანგარიშიანი და მდიდარი კაცია, რომელსაც, როგორც ჩანს, მეუღლე არ უყვარს. ის ღალატობს კიდეც მას, თუმცა ამას არა ღალატად, არამედ უბრალო გართობად თვლის; ურთიერთობა მეუღლესთან ცივია, ისინი თითქმის არ საუბრობენ, ერთი პირობა ალეხანდრო ხულიას შეშლილადაც კი გამოაცხადებს, მაგრამ როცა ჭეშმარიტების ჟამი დგება, როცა ხულია სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლის, ალეხანდროც მოემზადება და მასთან ერთად წავა ცხოვრებიდან. სიყვარული ყოველთვის მსხვერპლშეწირვითი იყო დიდი სალამანკელისთვის.

ნამდვილი მამაკაცი
1.00ლარი

ნამდვილი მამაკაცი

მიგელ დე უნამუნო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გოგოლის მიერ 1830-40-იან წლებში შექმნილი მოთხრობების ციკლი აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მოქმედების ადგილი სანქტ-პეტერბურგია, და ყველა მათგანი პატარა ადამიანის პრობლემას განიხილავს. წინამდებარე კრებულში შესულია სამი მოთხრობა: „ნევის პროსპექტი“, „შინელი“ და „შეშლილის წერილები“.

ფანატიზმს სიკეთე არ მოაქვს. გონებაშეზღუდული კრესჩენცია ანა ალოიზია ფინკენჰუბერი თაყვანს სცემს თავის ბატონს, მონურად ემორჩილება მას, მისი თანამზრახველი ხდება ცოლ-ქმრულ ღალატში და საბოლოოდ მკვლელობასაც სჩადის. თაყვანისცემის ობიექტისგან უარყოფილი კი თავს იკლავს. ასეა, ფანატიზმი გონებაშეზღუდულთა ხვედრია და ერთმნიშვნელოვნად ზიანის მომტანია.

ლეპორელა
1.00ლარი

ლეპორელა

შტეფან ცვაიგ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star