სიკვდილმისჯილი ადამიანი სიცოცხლის ბოლო დღეს თავის გრძნობებსა და შეხედულებებს გადმოსცემს, სასოწარკვეთილი შეწყალებას ითხოვს, მაგრამ ნუგეშს ვერსად ნახულობს, მღვდელიც კი დაზეპირებული ფრაზებით ესაუბრება. მოთხრობა შესაძლოა წაკითხულ იქნას, როგორც ავტორის გალაშქრება სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ (1829).
ნოველაში აღწერილია ქალის ცხოვრების ერთი დღე, რომელიც ერთდროულად ვნებით აღსავსე და მშვენიერი, მეორეს მხრივ კი შემაძრწუნებელია. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ის ცხოვრების დანიშნულების ძიებაშია და ერთხელაც სასოწარკვეთილი უცხო ადამიანისადმი აღიძვრება გზნებით, და კვლავ იძენს ცხოვრების მიზანს, თუმცა რის ფასად?
სახელოვანი მწერალი ვენაში ბრუნდება შვებულებიდან და უცნობი ქალის წერილს იღებს, ვინც, როგორც აღმოჩნდება, მის მეზობლად ცხოვრობდა სიყრმის ასაკში და უზომოდ იყო მასში შეყვარებული მთელი ცხოვრების განმავლობისას, თუმცა არაერთი შეხვედრისას მწერალი ქალს ვერც ერთხელ ვერ ცნობს. მოთხრობა ამ ქალის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს ცვაიგისთვის დამახასიათებელი გზნებითა და აკურატული ფსიქოლოგიური დეტალებით.
ფრანც კაფკას თხზულებებმა, რომელთა მიხედვითაც მსჯელობენ ამ საკვირველი, თვითმყოფადი, უფაქიზესი ალღოს მქონე, ჭეშმარიტი მწერლის შემოქმედებაზე, წარუშლელი კვალი დატოვა, ყველა ხალხის მკითხველებზე. გარდა ცნობილი რომანებისა: „პროცესი“, „კოშკი“, „ამერიკა“, ეგრეთწოდებული შემზარავი მოთხრობების „ფერიცვალება“, „მსჯავრი“, „გამასწორებელ კოლონიაში", დაწერილი აქვს მცირე ზომის ერთგვაროვანი ნაწარმოებები - პარაბოლები, სადაც მწერლის ნიჭი და შესაძლებლობანი ახლებურად არის წარმოჩენილი. ზოგიერთი პარაბოლა ბიბლიურ იგავს, ზოგიერთ აღმოსავლურ არაკს მოგვაგონებს, ხოლო ბევრი ფორმით, ლაკონურობით, სტილისტური დახვეწილობით პოეზიას უტოლდება და ეს ამოუხსნელი ენერგიით დამუხტული პოეზია გენიოსური სულის გამობრწყინებაა, რომელიც ასე აღელვებს თანამედროვე მკითხველს, დიდი და თავისებური მწერლის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს.
არის თუ არა ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი კომერციული მიზნის მიღწევა – ესაა ამ ნაწარმოების მთავარი თემა, რომლის განვითარება პილოტ ფაბიენისათვის მისი უფროსის, რივიერის, მიერ მიცემული დავალების შესრულების კვალდაკვალ ხდება. გამოქვეყნდა 1931 წელს და მყისვე საერთაშორისო ბესთსელერად იქცა.
„მარგალიტი“ ჯონ სტეინბეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც ადამიანის სიხარბისა და შურიანობის თემებს ეხება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოტივს სიღარიბის თემა წარმოადგენს და დაბრკოლება, რაც ღარიბი კაცის წინაშეა აღმართული სიმდიდრისკენ გზაზე. მოთხრობა 1947 წელსაა დაწერილი მექსიკაში გაგონილი თქმულების საფუძველზე.
ეს მოთხრობა, რომელსაც დროდადრო რომანადაც მოიხსენიებენ, არის ისტორია აიკ მაკქასლინისა, ვისი ჩამოყალიბება ნადირობის პროცესში ხდება, ნადირობისა, რომლის გამორჩეულ მომენტს ბებერი ბენის დევნა წარმოადგენს, დათვისა, შიშის ზარს რომ სცემს ტყის მიმდებარედ მცხოვრებ ხალხს და იმავდროულად წარმოადგენს სიმბოლოს ბუნებისა, რაც ადამიანის ხელით ულმობლად ნადგურდება.
„თეთრი ღამეები“ - ესაა ერთი გაუბედავი და მარტოხელა ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელსაც ფრიად უცნაური გზით ეწვევა სიყვარული, თანაგრძნობასაც გამოიწვევს და, როდესაც თითქოს ყველაფერი გვარდება, ამ დროს ყველაფერი ინგრევა, თუმცა ის მაინც არ არის უბედური, რადგან „ნეტარების მთელი წუთი! განა ეს ცოტაა თუნდაც მთელი ადამიანური ცხოვრების მანძილზე?..“
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილ მოთხრობებში, რომელთა შორისაა „მოცეკვავე კაცუნები“, „ცისფერი კარბუნკული“, „ჰოლმსის უკანასკნელი საქმე“ და სხვები, შერლოკ ჰოლმსი ჩვეული, სხვათათვის წარმოუდგენელი ოსტატობითა და შეუპოვრობით იძიებს დანაშაულს, ხელს უწყობს უსაფუძვლოდ ბრალდებულთა განთავისუფლებას და დროდადრო წვრილმან დამნაშავეებსაც არიდებს სასჯელს.