მახასიათებლები
- სათაური: ქალის ცხოვრების 24 საათი
- ISBN კოდი:
- ავტორი: შტეფან ცვაიგ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 48
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 6201
- რეიტინგი: 4.8
სარჩევი
საავტორო უფლება;
ქალის ცხოვრების 24 საათი;
შენიშვნები;
ავტორის სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ქალის ცხოვრების 24 საათი
შენიშვნები
ავტორის სხვა წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
შტეფან ცვაიგ - ქალის ცხოვრების 24 საათი.
ქალის ცხოვრების 24 საათი
რივიერაზე, პატარა პანსიონში, სადაც ომამდე ათი წლით ადრე ვისვენებდი, ერთხელ სუფრაზე ფიცხელი კამათი ატყდა, რომელსაც ისეთი პირი უჩანდა, უთუოდ ნამდვილი ჩხუბით, ერთმანეთის ლანძღვითა და შეურაცხყოფითაც კი დამთავრდებოდა. ადამიანთა უმრავლესობას მდიდარი ფანტაზია არ ახასიათებს. ის, რაც სადღაც შორს ხდება, მათზე თითქმის არავითარ გავლენას არ ახდენს, მათ გრძნობაზე არ მოქმედებს, მხოლოდ ოდნავ თუ შეაშფოთებს. მაგრამ საკმარისია თვალწინ სულ უმნიშვნელო შემთხვევაც კი მოუხდეთ, უშუალოდ მათ შეეხოს, რომ ამ ხალხის განუზომელი გზნება გამოიწვიოს. ადამიანები თავიანთ გულგრილობას თითქოს თავშეუკავებელი და გადაჭარბებული სიფიცხით ანაზღაურებენ.
ამჯერადაც ასე იყო ჩვენს თანამესუფრეთა პირწავარდნილ, ბიურგერულ საზოგადოებაში, სადაც მშვიდობიანი small talk[1]-ით ვირთობდით თავს, ერთმანეთს მსუბუქად ვეხუმრებოდით და სუფრიდან რომ ავიშლებოდით, მყისვე სხვადასხვა მხარეს მივეშურებოდით; გერმანელი ცოლ-ქმარი სასეირნოდ და სურათების გადასაღებად გასწევდა, ახოვანი დანიელი - თავის მოსაწყენ საქმიანობას - თევზაობას მიუბრუნდებოდა, წარჩინებული ინგლისელი ქალი წიგნებთან განმარტოვდებოდა, იტალიელი ცოლ-ქმარი მონტე-კარლოში თავშესაქცევი ექსკურსიის მოსაწყობ თადარიგს დაიჭერდა, მე კი, სიზანტეს ჩვეული, ბაღის სავარძელში გადავწვებოდი...
შტეფან ცვაიგ
შტეფან ცვაიგ (28.11.1881-22.02.1942) - ავსტრიელი ნოველისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და ბიოგრაფი, 1920-30-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი.