მახასიათებლები
- სათაური: უცნობი ქალის წერილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: შტეფან ცვაიგ
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 32
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2787
- რეიტინგი: 4.7
სარჩევი
საავტორო უფლება;
უცნობი ქალის წერილი;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
უცნობი ქალის წერილი
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
Philos© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@phils.ge
შტეფან ცვაიგ- უცნობი ქალის წერილი.
უცნობი ქალის წერილი
ცნობილი მწერალი რ. სამი დღე მთაში იყო და დასასვენებლად, დილით ადრე ვენაში დაბრუნდა, სადგურზე გაზეთი იყიდა და თარიღს დახედა თუ არა, უცებ გაახსენდა - დღეს მისი დაბადების დღე იყო. „ორმოცდაერთი“ გაივლო გულში სწრაფად, მაგრამ ამით არც სიხარული უგრძნია და არც სინანული. გაზეთის შრიალა ფურცლებს ზერელედ გადაავლო თვალი და ავტომობილით გაემგზავრა შინისაკენ. მსახურმა მოახსენა, თქვენს არყოფნაში ორმა კაცმა გიკითხათ, რამდენჯერმე ტელეფონითაც დარეკესო. შემდეგ ლანგარზე დახვავებული ფოსტა მოართვა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დაგროვილიყო. მწერალი უგულოდ ათვალიერებდა წერილებს, გახსნა რამდენიმე მათგანი, რომელთა გამომგზავნი აინტერესებდა, ხოლო ერთი, საკმაოდ სქელი წერილი, უცნობი ხელით ნაწერი, გვერდზე გადადო. ამასობაში ჩაი მოართვეს. მწერალი სავარძელში მოკალათდა და ისევ გაზეთს დაუბრუნდა, გადაათვალიერა აგრეთვე რამდენიმე საქმიანი ქაღალდი, შემდეგ სიგარა გააბოლა და გადადებული წერილი კვლავ ხელში აიღო.
ეს მთელი მოთხრობა უფრო იყო, ვიდრე წერილი, - ოცდაათ გვერდამდე, უცნობი ქალის ათრთოლებული ხელით ნაჩქარევად ნაწერი. უნებლიეთ კონვერტი ისევ გასინჯა, განმარტებისათვის რაიმე ბარათი ხომ არ ახლავს და შიგ ხომ არ დარჩაო. მაგრამ იგი ცარიელი აღმოჩნდა და ზედ, ისევე როგორც თვით ფურცლებზეც, არც გამომგზავნის მისამართი იყო, არც ხელმოწერა....
შტეფან ცვაიგ
შტეფან ცვაიგ (28.11.1881-22.02.1942) - ავსტრიელი ნოველისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და ბიოგრაფი, 1920-30-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი.