მახასიათებლები
- სათაური: თეთრი ღამეები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 43
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2652
- რეიტინგი: 4.5
გადაფურცვლა
სენტიმენტალური რომანი
(მეოცნების მოგონებიდან)
„...ქვეყანას იგი რად მოევლინა? - ნუთუ იმისათვის, რომ ერთი წამით შენს გულთან
ახლოს დაედო ბინა?...[1]”
ივ. ტურგენევი
პირველი ღამე
გახლდათ საუცხოო ღამე. ასეთ ღამეს მხოლოდ სიჭაბუკეში თუ შეიძლება შევესწროთ, ძვირფასო მკითხველო! ცა ისე მოჭედილიყო ვარსკვლავებით, ისეთი ნათელი ეფინა, მისი მხილველი ძალაუნებურად იკითხავდით: ნუთუ შესაძლოა ამგვარი ცის ქვეშ ათასნაირი მწერალი და ჭირვეული ადამიანი ცხოვრობდეს? ესეც ახალი საკითხია, ძვირფასო მკითხველო, ფრიად ახალი, და ღმერთმა თქვენი გუნება-ხასიათის მიხედვით გადაგაწყვეტინოთ!... ჭირვეულ და სხვადასხვა მწყრალ ბატონებზე საუბრისას არ შემეძლო ჩემი დღევანდელი კეთილსინდისიერი საქციელიც არ გამეხსენებინა. დილიდანვე საკვირველი კაეშანი მოსვენებას არ მაძლევდა. უეცრად მომეჩვენა, თითქოს მე, მარტოსულ კაცს, ყველა მტოვებს და მშორდება. რა თქმა უნდა, სრული უფლება გაქვთ იკითხოთ კიდეც: ვინაა ეს ყველა? ვინაიდან რვა წელია უკვე პეტერბურგში ვცხოვრობ და ნაცნობობა თითქმის ვერავისთან გავაბი. თუმცა ნაცნობობა რად მჭირდება? მთელ პეტერბურგს უამისოდაც ვიცნობ; ჰოდა, სწორედ ამიტომ მეგონა ყველა მტოვებს-მეთქი, როცა პეტერბურგი აიყარა და უეცრად აგარაკს მიაშურა. მე მარტო დარჩენამ შემაშინა და სრული სამი დღე ყურებჩამოყრილი დავბორიალებდი ქალაქში, ვერაფრით ვერ ამეხსნა რა მემართებოდა. გავალ ნევის პროსპექტზე, შევივლი ბაღში, დავუყვები სანაპიროს - ვერავის ვხედავ, რომელთა შეხვედრასაც მთელი წლის მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას და ერთსა და იმავე დროს ასე მივეჩვიე. რასაკვირველია, ისინი არ მიცნობენ, მე კი ყველას ვიცნობ. კარგადაც ვიცნობ; თითქმის მათი გამომეტყველებაც შევისწავლე - გული ხარობს, როცა მხიარულად არიან და სევდა მეუფლება, როცა სახე მოეღრუბლებათ. ერთ მოხუცთან, რომელსაც ყოველი ცისმარე დღე გარკვეულ დროს ფონტანკაზე ვხვდები, თითქმის მეგობრობაც გავაბი. მას მედიდური, დაფიქრებული შესახედაობა აქვს. ნიადაგ დუდღუნებს და მარცხენა ხელს იქნევს, მარჯვენაში...
ფიოდორ დოსტოევსკი
ფიოდორ დოსტოევსკი (11.01.1821-09.02.1881) - დიდი რუსი მწერალი, მოაზროვნე, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, რუსული ლიტერატურის კლასიკოსი. მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს ფსიქოლოგად ლიტერატრუის ისტორიაში. დიდი გავლენა იქონია პერსონალიზმის, ეგზისტენციალიზმისა და ფროიდიზმის განვითარებაზე.