მახასიათებლები
- სათაური: გარდასახვა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრანც კაფკა
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 41
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4177
- რეიტინგი: 4.2
სარჩევი
საავტორო უფლება;
გარდასახვა;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
გარდასახვა
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
Philos© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@philos.ge
ფრანც კაფკა - გარდასახვა.
გარდასახვა
1
ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა გრეგორ ზამზამ აღმოაჩინა, რომ საზარელ მწერად გადაქცეულიყო. იწვა თავის საწოლში, ჯავშანივით მაგარ ზურგზე და თავის წამოწევისას ხედავდა ყავისფერ, თაღოვან, რკალებად დაქერცლილ მუცელს, რომლიდანაც საბანი იატაკისკენ მისრიალებდა. უამრავი, ტანის ზომასთან შედარებით უსაშველოდ წვრილი ფეხი უმწეოდ წრიალებდა მის თვალწინ.
„რა დამემართა?“- ფიქრობდა გრეგორი. ეს არ იყო სიზმარი. მის პატარა, მაგრამ ჩვეულებრივ, კარგად ნაცნობ ოთახში სიმშვიდე სუფევდა. მაგიდაზე მაუდის ქსოვილების ნიმუშები იყო გაშლილი (ზამზა კომივოიაჟერი გახლდათ). მაგიდის ზემოთ ეკიდა სურათი, რომელიც ერთი ილუსტრირებული გაზეთიდან ამოეჭრა და მშვენიერ, მოოქროვილ ჩარჩოში ჩაესვა. სურათზე გამოსახული ქალბატონი, ბეწვის ქუდში და ბოაში გამოწყობილი, წელში გამართული იდგა და მაყურებელს აწვდიდა ბეწვის მძიმე ხელსათბობს, რომელსაც ქალის მტევანი თითქმის მთლიანად დაეფარა.
გრეგორმა ფანჯარას გახედა. ნისლიანი ამინდი იდგა. ფანჯრის რაფაზე წვიმის წვეთების კაკუნი მის მელანქოლიას უფრო ამძაფრებდა. „რა იქნება, ძილი შევიბრუნო და ეს სისულელეც გადავივიწყო,“- გაიფიქრა მან. მაგრამ ეს შეუძლებელი გახლდათ - ის მარჯვენა გვერდზე წოლას იყო ჩვეული, რის მიღწევაც მის მდგომარეობაში მყოფისთვის წარმოუდგენელი ჩანდა. რამდენჯერმე მთელი ძალით სცადა მარჯვნივ...
ფრანც კაფკა
ფრანც კაფკა (03.07.1883-03.06.1924) - გერმანულენოვანი მწერალი პრაღიდან, რომელიც მე-20 საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად არის მიჩნეული. მის ყველაზე ცნობილ ნაშრომებს შორისაა „მეტამორფოზა“, „პროცესი“ და „გოდოლი“.