მახასიათებლები
- სათაური: მარგალიტი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯონ სტეინბეკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 57
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4672
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
მარგალიტი;
გადაფურცვლა
„ქალაქში დადის ერთი დიდი მარგალიტის პოვნისა და დაკარგვის ამბავი. ჰყვებიან მეთევზე კინოს, მისი ცოლის ხუანასა და მათი ბავშვის - კოიოტიტოს მწარე თავგადასავალს.
ამ ისტორიას ისე ხშირად მოუთხრობენ ერთმანეთს, რომ ადამიანთა ხსოვნაში ღრმად გაიდგა ფესვები. ისე როგორც ყოველ ათასჯერ მოთხრობილ ამბავში, რომელიც კი ადამიანის გულს ჩაწვდომია, ამაშიაც არის მხოლოდ კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი, შავი და თეთრი და არავითარი სხვა რამ ელფერი. თუ ეს ამბავი იგავია, შესაძლოა, ყველამ თავისებურად გაიგოს და შიგ თავისი პირადი ცხოვრება ამოიკითხოს. როგორადაც უნდა იყოს, ქალაქში დადის ამბავი, რომ...“
I
ჯერ კიდევ სიბნელე იყო, როცა კინომ გაიღვიძა. ვარსკვლავები ისევ ციმციმებდნენ და დღის სინათლე მხოლოდ აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ამოწვერილიყო. მამლები უკვე ეხმაურებოდნენ ერთმანეთს, ღორებიც, გავთენებისთანავე რომ შეუდგნენ გაუთავებელ ღრუტუნს, ჩიჩქნიდნენ მიწას ფიჩხებსა ფა ნაფოტებს შორის იმ იმედით, იქნებ წინათ შეუმჩნეველი საკვები რამ ეპოვნათ. წნელის ფაცხის უკან, ოპუნცის ბუჩქებში ჟღურტულებდნენ და ფრთხიალებდნენ პატარა ჩიტები.
კინომ თვალი გაახილა და პირველად ფაცხის ოთხკუთხა შესავალს გახედა, თანდათან რომ ნათდებოდა, მერე ჭერზე ჩამოკიდებულ ყუთს ახედა, რომელშიაც კოიოტიტოს ეძინა. ბოლოს თავი ხუანასაკენ მიაბრუნა. ცოლი მის გვერდით ჭილობზე იწვა და ცხვირსა, მკერდსა და მხრებზე ლურჯი თავშალი ეფარა. ხუანასაც თვალი გახელილი ჰქონდა. კინოს არ ახსოვდა, რომ ოდესმე გაღვიძებოდეს და მისი თვალები ხუანას თვალeბს არ შეხვედროდეს. ხუანას წვრილი ვარსკვლავებივით უციმციმებდა შავი თვალები. ცოლი შეჰყურებდა ქმარს. ასე იყო ყოველთვის, როცა ქმარი იღვიძებდა.
ნაპირიდან კინოს დილის ტალღების ნელი ტყლაშუნი მოესმა. ეს მეტად საამო იყო. ისევ დახუჭა თვალები, რომ ტალღებში აჟღერებულ მუსიკას ჩაწვდომოდა. ვინ იცის, იქნებ მარტო კინო იქცეოდა ასე, მაგრამ შესაძლოა, ასე იქცეოდა მისი ხალხის ყველა შვილი. უძველეს დროში ამ ხალხის მთელი მოდგმა სიმღერების შეთხზვის დიდი ოსტატი იყო; ყოველივეს, რასაც...