მახასიათებლები
- სათაური: მოცეკვავე კაცუნები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ართურ კონან დოილი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 106
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4872
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
- მოცეკვავე კაცუნები
- ბოჰემიაში მომხდარი აურზაური
- ცისფერი კარბუნკული
- ექვსი ნაპოლეონი
- შერლოკ ჰოლმსი სიკვდილის პირას
- ჰოლმსის უკანასკნელი საქმე
გადაფურცვლა
სარჩევი
მოცეკვავე კაცუნები
ბოჰემიაში მომხდარი აურზაური
ცისფერი კარბუნკული
ექვსი ნაპოლეონი
შერლოკ ჰოლმსი სიკვდილის პირას
ჰოლმსის უკანასკნელი საქმე
მოცეკვავე კაცუნები
შერლოკ ჰოლმსი რამდენიმე საათს ისე იყო გაყურსული, სიტყვა არ დასცდენია. იგი თავდახრილი დასცქეროდა მინის სინჯარას, რომელშიაც საოცრად მყრალი რაღაც იხარშებოდა. თავიც იმგვარად გადაეხარა გვერდზე, რომ შავქოჩრიან, შიმშილისაგან გალეულ, რუხფრთიან ფრინველს მიაგავდა.
- უოთსონ, - მითხრა ანაზდად, - თქვენ აღარ აპირებთ სამხრეთაფრიკულ ფასიან ქაღალდებში თქვენი დანაზოგის დაბანდებას?
გაკვირვებისაგან შევკრთი. მართალია, უკვე ვიცოდი, რომ მას მიხვედრილობის არაჩვეულებრივი ნიჭი და უნარი ჰქონდა, მაგრამ ეს მოულოდნელი შეჭრა ჩემს ფიქრთა სამყაროში სრულიად ამოუხსნელი მეჩვენა.
- ეს საიდანღა გაიგეთ? - ვკითხე მე.
მბრუნავ სკამზე მჯდომი ჰოლმსი ჩემკენ შემოტრიალდა; ხელში სინჯარა ეჭირა, საიდანაც ორთქლი ამოდიოდა. მის ღრმად ჩამჯდარ თვალებში დამცინავი ნაპერწკალი გამოკრთა.
- აღიარეთ, უოთსონ, რომ თავგზა აგებნათ.
- მართალი ხართ! მართლაც დავიბენი.
- რომ გაიძულოთ ამის ქაღალდზე დაწერა და ხელიც მოგაწერინოთ, კარგი იქნება.
- რისთვის?
- იმისათვის, რომ ხუთი წუთის შემდეგ იტყვით, ყოველივე ეს ძალზე უბრალო საქმე ყოფილა და რამ დამაბნიაო.
- დარწმუნებული ვარ, ამას არასოდეს არ ვიტყვი.
- ძვირფასო უოთსონ... - ჰოლმსმა სინჯარა სადგარზე დაამაგრა და ლექციის კითხვა ისე დამიწყო, თითქოს პროფესორია და აუდიტორიას მიმართავსო, - დაკვნების გაკეთება არც ისე ძნელია, თუ ყოველი მომდევნო დასკვნა სრულიად უბრალოდ გამომდინარეობს წინა დასკვნიდან. თუ ამის შემდეგ ყველა შუათანა რგოლს გამოვტოვებთ და მსმენელამდე მხოლოდ ამბის დასაწყისსა და ბოლო დასკვნას მივიტანთ, შეიძლება მასზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. მას შემდეგ, რაც თქვენი მარცხენა ხელის ცერსა და საჩვენებელ თითს შორის არსებულ ჩაღრმავებას...