მახასიათებლები
- სათაური: დათვი
- ISBN კოდი:
- ავტორი: უილიამ ფოლკნერი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 56
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1976
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
I
ამჯერად აქ ძაღლიც იყო და კაციც. ასე რომ, თუ დათვს - ბებერ ბენს ჩავთვლით, მხეციც ორი იყო და ადამიანიც ორი - სემ ფადერსი და ბუნ ჰოგენბეკი.
ბუნის ძარღვებში ისეთივე სისხლი ჩქეფდა, როგორიც სემ ფადერსის ძარღვებში, თუმცა ბუნის სისხლი უფრო მდაბიური იყო. უზადონი იყვნენ მხოლოდ სემ ფადერსი, ბებერი ბენი და ქოფაკი ლომა.
ბიჭს თექვსმეტი შეუსრულდა, მაგრამ უკვე ექვსი წელი იყო, რაც სანადიროდ დადიოდა დიდებთან ერთად. ექვსი წელი იყო, რაც ყურს უგდებდა მონადირეთა საუბრებს, რომელთაც არაფერი სჯობია ამქვეყნად. საუბრები ეხებოდა ვრცელ, უღრან ტყეებს, ყველა ნასყიდობის საბუთზე უფრო ძველსა და უფრო მნიშვნელოვან ტყეებს; სულერთი იყო, ვინ აწერდა ხელს ამ საბუთებს - თეთრი პლანტატორი, რომელსაც შეცდომით ეგონა, ტყის ამა თუ იმ ნაწილის მფლობელი ვხდებიო თუ ინდიელი, ვინც ულმობლად თვალთმაქცობდა, როცა პლანტატორს ამ ცრუმფლობელობის უფლებას გადასცემდა ხოლმე. ტყის ნაკვეთი უფრო დიდი იყო, ვიდრე მაიორ დე სპეინს წარმოედგინა და უფრო დიდი ხნის, ვიდრე მოხუცი თომა სატპენი, ვისგანაც მაიორმა დე სპეინმა შეიძინა იგი; კიდევ უფრო ძველისძველი, ვიდრე მოხუცი იკემოტუბე - ჩიკესოს ბელადი, ვისგანაც მოხუცმა სატპენმა მიიღო ეს ნაკვეთი. იკემოტუბემ, თავის მხრივ, უკეთ იცოდა ამ ტყის ასავალ-დასავალი. საუბრები ეხებოდა ადამიანებს - არა თეთრ, არა შავ, არა წითელკანიანებს, არამედ ადამიანებს, მონადირეებს, მათ მამაცობასა და მომთმენობას, მათი ამტანობისა და გამძლეობის უნარს, ძაღლებს, დათვებს, ირმებს, ტყის მიერ მოხმობილთ და განლაგებულთ თავ-თავიანთ ადგილებზე - მუდმივი და შეუპოვარი შეჯიბრებისათვის (ამ შეჯიბრებათა ურღვევი წესები არც არავის იწყალებს და არც არავის იბრალებს), თამაშთა შორის საუკეთესო თამაშისათვის, ყველა სხვა სიცოცხლესთან შეუდარებელი სიცოცხლისათვის.
ამ საუბრებს ვერაფერი შეედრება. ისმის წყნარი და დინჯი ხმები, აკეთებენ ზუსტ და აუჩქარებელ დასკვნებს, ეძლევიან მოგონებებს ქალაქის სახლების კაბინეტებში ან პლანტაციების კანტორებში, ნანადირევ ტყავებში, რქებსა და ბუდეებში ჩადებულ თოფებს შორის, ან, რაც...
უილიამ ფოლკნერი
უილიამ ქათბერთ ფოლკნერი (25.09.1897-06.07.1962) - ამერიკელი მწერალი - მოთხრობების, რომანების, პიესის, ლექსების, ესსეების, სცენარების ავტორი. არის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მწერალი ამერიკულ ლიტერატურაში. 1949 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.