მახასიათებლები
- სათაური: ნამუსიანი ქურდი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 14
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2047
- რეიტინგი: 4.5
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ნამუსიანი ქურდი
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ფიოდორ დოსტოევსკი - ნამუსიანი ქურდი.
ნამუსიანი ქურდი
უცნობის ჩანაწერებიდან
ერთხელ, დილით, ის იყო სამსახურში წასვლას ვაპირებდი, რომ შემოვიდა აგრაფინა, ჩემი მზარეული, მრეცხავი და მნე, და ჩემდა გასაოცრად საუბარი გამიბა.
აგრაფინა ერთი ჩუმი, უბირი დედაკაცი იყო და აქამდის, ექვსი წლის განმავლობაში, სიტყვა არ დასცთენია; მხოლოდ ეგ იყო, რომ ყოველდღე მეკითხებოდა, სადილად რა გავაკეთოო, ყოველ შემთხვევაში, სხვა არაფერი გამიგონია მისგან.
- ბატონო, იცით, რა გითხრათ, - დაიწყო მან ანაზდად, - ოთახს ხომ არ გააქირავებდით?
- რომელ ოთახს?
- აი, სამზარეულოს გვერდით რომაა, აბა სხვას რომელს?
- რათა?
- რათა და იმათა, რომ მდგმურს დააყენებთ, სხვა რა უნდა იყოს!
- მერე ვინ იქირავებს?
- ვინა და მდგმური, სხვა ვინ იქნება!
- იქ, ჩემო კეთილო, ლოგინიც არ გაიმართება, ვინ იცხოვრებს?
- რად უნდა იცხოვროს, ოღონდ დასაძინებელი ადგილი ჰქონდეს, ცხოვრებით ფანჯარაზე იცხოვრებს.
- რომელ ფანჯარაზე?
- თითქოს არ იცოდეთ, რომელზე და - წინა ოთახის ფანჯარაზე, იქ იჯდომება, კერვას დაიწყებს ან სხვა რასმე გააკეთებს. ალბათ სკამზეც დაჯდება. სკამი აქვს, მაგიდაც არის, ყველაფერია.
- ვინ არის, ვინ?
- ერთი ცხოვრებაში ჩახედული კაცია, კარგი ადამიანია. საჭმელს მე მოვუმზადებ. ბინის ქირად და საჭმელ-სასმელში სამ მანეთს გამოვართმევ.
ბოლოს და ბოლოს, კარგა ხნის წვალების შემდეგ შევიტყვე:...
ფიოდორ დოსტოევსკი
ფიოდორ დოსტოევსკი (11.01.1821-09.02.1881) - დიდი რუსი მწერალი, მოაზროვნე, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, რუსული ლიტერატურის კლასიკოსი. მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს ფსიქოლოგად ლიტერატრუის ისტორიაში. დიდი გავლენა იქონია პერსონალიზმის, ეგზისტენციალიზმისა და ფროიდიზმის განვითარებაზე.