მახასიათებლები
- სათაური: სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ვიქტორ ჰიუგო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 60
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2904
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
საავტორო უფლება;
სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე;
შენიშვნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე
შენიშვნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ვიქტორ ჰიუგო - სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე
სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე
I - სიკვდილით დასასჯელი!
აგერ ხუთი კვირაა, რაც ამ ფიქრმა შემიპყრო, მე და ეს ფიქრი მუდამ მარტონი ვართ, მუდამ წელში მოხრილი ვარ მის სიმძიმეს ქვეშე!
უწინ, ვინაიდგან ასე მგონი, მას აქეთ რამოდენიმე წელიწადია, ვიდრე კვირა, მე იგეთივე კაცი ვიყავ, როგორც ყველა სხვა. ჩემთვის ყოველ დღეს, ყოველ საათს, ყოველ წუთს თავისი აზრი ჰქონდა. ჩემი გონება იყო მდიდარი, ახალგაზრდა, სავსე სხვადასხვა ოცნებებით. იგი მე მართობდა, წარმომიდგენდა ოცნებას ერთიმეორეზე უსისტემოდ, უზომოდ გადაბმულს, ჰქარგავდა გამოულეველ ფერად ძაფებით ამ აუტანელ და წვრილ ფარჩას ცხოვრებისას. ჩემი სატრფიალო საგანი იყო: ყმაწვილი ქალები, მიუწვდენელი ოცნებები, გამარჯვებული ომი, ხმაურობით სავსე და მრავალი სანთლით გაჩაღებული თეატრები, - შემდეგ ისევ ყმაწვილი ქალები, ღამით სეირნობა წაბლის განიერ ტოტების ჩრდილქვეშ. ჩემს გონების წინაშე დაუბოლოვებელი დღესასწაული იყო; შემეძლო მეფიქრნა, რაზედაც მინდოდა: თავისუფალი ვიყავ.
ახლა კი პატიმარი ვარ. ჩემს სხეულს გარშემო რკინა აკრავს სატუსაღოში, ჩემი გონება ერთს აზრს შეუპყრია. ულმობელი, სასტიკი, შეუბრალებელი აზრი! ახლა მე მხოლოდ ერთსა ვფიქრობ, მწამს ერთი, გადაწყვეტილი მაქვს ერთი: - სიკვდილით დასასჯელი ვარ.
რაც უნდა ვქნა, ის მუდამ ჩემთანაა, ის ჯოჯოხეთური...