მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები, ნოველები, პარაბოლები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრანც კაფკა
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 41
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3044
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
მოთხრობები;
ნოველები;
პარაბოლები;
მსგავსი წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
მოთხრობები
ნოველები
პარაბოლები
მსგავსი წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ფრანც კაფკა - მოთხრობები, ნოველები, პარაბოლები.
მოთხრობები
მსჯავრი
გაზაფხულის მშვენიერი კვირა დილა იდგა; ახალგაზრდა ვაჭარი კაცი გეორგ ბენდემანი იჯდა თავის ოთახში, მდინარის პირას ჩადგმული ერთი იმ დაბალი სახლთაგანის მეორე სართულზე, ერთმანეთისგან მარტოოდენ ფერითა და სიმაღლით რომ გამოარჩევდი. ბენდემანმა ეს ხანია მოათავა წერილის წერა, რომელიც საზღვარგარეთ, ყრმობის მეგობრისთვის უნდა გაეგზავნა, მერე აუჩქარებლად დაკეცა წერილი, საწერ მაგიდას ჩამოეყრდნო და ფანჯრიდან გახედა მდინარეს, ხიდსა და გაღმა ნაპირზე ახალამწვანებულ გორაკებს.
ბენდემანი ახლა იმაზე ფიქრობდა, რომ მისმა მეგობარმა, აქაოდა, შინ საქმე უხეიროდ მიმდისო, ამ რამდენიმე წლის წინათ დაჰკრა ფეხი და თავი რუსეთში ამოჰყო, მერე ერთ სავაჭრო საქმეს მოჰკიდა ხელი პეტერბურგში, რასაც თავიდან სასიკეთო პირი უჩანდა, მაგრამ ამ ბოლო დროს თურმე, მეგობრის თქმით (სულ უფრო და უფრო იშვიათად რომ ჩამოდიოდა), უკან-უკან წავიდა; ჰოდა, მეგობარი მაინც მუშაობდა უცხო ქვეყანაში, თუმცა დიდი ვერაფერი სარგებელი ენახა; ბავშვობიდანვე ნაცნობ სახეს უცხო ფერად მოშვებული ხშირი წვერი კი უფარავდა, მაგრამ ამ გამოყვითლებული სახის შემყურე მაინც იფიქრებდი, რაღაცა ფარსაგი უნდა სჭირდესო. მისივე სიტყვით, მეგობარს თურმე არ ჰქონია ახლო მისვლა-მოსვლა თანამემამულეებთან, არც ადგილობრივთა ოჯახებში ყოფილა დიდად მიღებული....
ფრანც კაფკა
ფრანც კაფკა (03.07.1883-03.06.1924) - გერმანულენოვანი მწერალი პრაღიდან, რომელიც მე-20 საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად არის მიჩნეული. მის ყველაზე ცნობილ ნაშრომებს შორისაა „მეტამორფოზა“, „პროცესი“ და „გოდოლი“.