მახასიათებლები
- სათაური: ამბავი თაგვთა და კაცთა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯონ სტეინბეკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 71
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1832
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ჯონ სტეინბეკი - ამბავთა თაგვთა და კაცთა
John Steinbeck - Of Mice and Men
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვეკა გეგეჭკორს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I
II
III
IV
V
VI
I
სოლედადიდან ოთხი მილის დაშორებით მდინარე სალინასი სულ ახლოს გასდევს მთების ძირს და, ვიდრე პატარა ყურეს შეურთდებოდეს, ერთხანს მიედინება ასე. ღრმა, მწვანე და თბილია წყალი. ვინემ აქამდე მოაღწევდა, ლივლივ-ლივლივით გადმოიარა მზით გავარვარებული ყვითელი ქვიშნარი, მაღლა-მაღლა მიიწევს მდინარის გაღმა ოქროსფერი ფერდობები ზვიად და კლდოვან გაბილენის მთებისკენ. გამოღმა, დაბლობ ნაპირზე კი ხეები ჩამწკრივებულა - ყოველ გაზაფხულზე მწვანედ მოხასხასე მტირალა ტირიფების ქვედა ფოთლებს ჯერაც შერჩენიათ თოვლჭყაპისა და წყალდიდობის ნაკვალევი, თეთრად ტანაჭრელებული ნეკერჩხლების დაშვებული შტოები და ტოტები თაღად გადახურვია ყურეს. ხეთა ძირში ხმელი ფოთლები სქელ საბნად დაჰფენია ქვიშიან ნაპირს, ასეთ საფარში ხვლიკის გასრიალებაც კი ერთ შარიშურს ატეხს ხოლმე. საღამოობით კურდღლები მოცუნცულებენ ბუჩქნარიდან ქვიშაზე დასასკუპებლად, ანცი ენოტები ქსელავენ ნესტიან ვაკეს. რანჩოდან სასეირნოდ გამოსული ძაღლების ნათათურებით თუ წყურვილის დასაოკებლად სიბნელეში მოსული ირმების წაწვეტებული, ორად გაყოფილი ჩლიქების ანაბეჭდებითაა დასერილი ქვიშა.
ტირიფებსა და ნეკერჩხლებს შორის ბილიკია გაჭრილი, რომელიც ღრმა ყურეში...