მახასიათებლები
- სათაური: ლეპორელა
- ISBN კოდი:
- ავტორი: შტეფან ცვაიგ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 19
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1939
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
შტეფან ცვაიგ - ლეპორელა
Stefan Zweig – Leporella
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ბეწუკელს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ლეპორელა
ამ ქალის სრული სახელი და გვარი კრესჩენცია ანა ალოიზია ფინკენჰუბერი გახლდათ. ოცდაცხრამეტი წლისა, იგი ქორწინების გარეშე იყო შობილი ცილერთალის ერთ პატარა მთიან სოფელში. მის შინამოსამსახურის წიგნაკში „განსაკუთრებული ნიშნების“ გრაფაში განივად ხაზი იყო გასმული უარყოფის ნიშნად. მაგრამ მოხელეებს გარეგნობის ტიპოლოგიური დახასიათებაც რომ ევალებოდეთ, ერთი თვალის შევლებაც იკმარებდა იმისათვის, რომ სათანადო ადგილას აუცილებლად შეეტანათ: ძვალსმსხვილ, ქანცგაწყვეტილ, დამჭლევებულ ცხენს ჰგავსო. მართლაც, იყო ცხენისებური ამ ქალის მძიმედ ჩამოშვებული ქვედა ტუჩის, უშნოდ წაგრძელებული, მზენასვამი სახის მოყვანილობასა და გამომეტყველებაში, უწამწამო თვალების დაბუნდულ მზერასა და მეტადრე თექასავით მოთელილ, შუბლზე წყება-წყება მიკრულ გაქონილ ხშირ თმაში. მის სიარულშიც იგრძნობოდა ზნე და ხასიათი ჯიუტი ჯაგლაგისა, ალპების მთებსა და ხეობებში გაბმულ ოღროჩოღრო გზებს რომ ასდევ-ჩამოსდევს ზამთარ-ზაფხულ და დღენიადაგ, კუშტად და ბორძიკით, ერთსა და იმავე ხის ურიკას დაათრევს.
შრომის უღლიდან რომ შესასვენებლად თავს დაიხსნიდა, კრესჩენიცა გაძვალტყავებულ ხელებს მუხლებზე დაიწყობდა, იდაყვებს განზე გასწევდა და თვლემდა ასე გარინდებული, როგორც ახლად გამოხსნილი პირუტყვი თავის სადგომში. ამ ქალში ყველაფერი ტლანქი,...
შტეფან ცვაიგ
შტეფან ცვაიგ (28.11.1881-22.02.1942) - ავსტრიელი ნოველისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და ბიოგრაფი, 1920-30-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი.