მახასიათებლები
- სათაური: ოთახი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟან-პოლ სარტრი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 23
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2485
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ჟან-პოლ სარტრი - ოთახი
Jean-Paul Sartre - La Chambre.
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის რუსუდან დოდაშვილს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
I
ქალბატონ დარბედას თითის წვერებით ეჭირა რახათლუქუმი. ფრთხილად მიიტანა პირთან და სუნთქვა შეიკრა, რათა უნებლიეთ არ შეებერა და რახათ-ლუქუმზე მოყრილი შაქრის წმინდა ფხვნილი არ გადმოეფანტა. ვარდისა ყოფილაო, გაიფიქრა. უცბად ჩაკბიჩა ეს ღრჭიალა მასა და პირი ობის სუნით გამოევსო. „საოცარია, ავადმყოფობა რარიგ აფაქიზებს შეგრძნებებს“. მერე გაახსენდა მეჩეთები, აღმოსავლეთის პირმოთნე ხალხი (საქორწინო მოგზაურობის დროს იყო ალჟირში) და გაცრეცილ ტუჩებზე ღიმილი მოეფინა: რახათ-ლუქუმიც ასევე პირმოთნეა.
როგორ არ ფრთხილობდა, წიგნის ფურცლები თეთრი, წმინდა ფხვნილის თხელი ფენით მაინც დაიფარა და ხელის ნებით რამდენჯერმე გადაწმინდა. გლუვ ქაღალდზე შაქრის პაწია მარცვლებს თითებით აცურებდა, ასორსოლებდა, აშრიალებდა. „არკაშონს მაგონებს, პლიაჟზე წიგნს რომ ვკითხულობდი“. 1907 წლის ზაფხული ზღვის პირას გაატარა. მაშინ ჩალის ფართოფარფლებიან ქუდს იხურავდა. ქვიშაზე მოიკალათებდა და ხელში ჟიპისა და კოლეტ ივერის რომანი ეჭირა. ქარი ქვიშას მუხლებზე აყრიდა. დროდადრო წიგნს ხელს ჩაავლებდა და შეანჯღრევდა. სწორედ ამას ჰგავდა: მხოლოდ ქვიშის მარცვლები უფრო მშრალი იყო, შაქრის მარცვლები კი თითებზე ოდნავ ეწებებოდა. თვალწინ წარმოუდგა ზღვის შავი ზედაპირის ზემოთ რუხი სადაფისფერი ცის ზოლი. „მაშინ ევა ჯერ არა მყავდა“. მძიმედ დააწვა...
ჟან-პოლ სარტრი
ჟან-პოლ სარტრი (21.06.1905-15.04.1980) - ფრანგი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. არის XX საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის წამყვანი ფიგურა; ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის გამორჩეული წარმომადგენელი. 1964 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომელიც უარყო.