წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
საფრანგეთში 1937 წელს გამოქვეყნებული ეს უმნიშვნელოვანესი ესსეი შემობრუნების მომენტად ითვლება სარტრის ფილოსოფიაში. მის შექმნამდე სარტრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფენომენოლოგიას, კერძოდ ჰუსერლსა და ჰაიდეგერს. წინამდებარე ნაშრომით სარტრმა შეუტია ტრანსცენდენტული ეგოს ჰუსერლისეულ გაგებას, ხოლო ჰუსერლთან განხეთქილებამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სარტრის გადასვლას ფენომენოლოგიიდან ეგზისტენციალურ დოქტრინებზე.
"ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია" პირველად გამოიცა საფრანგეთში 1946 წელს და მას შემდეგ რამდენიმე გამოცემა გაიარა. იგი მკითხველს პოპულარული ფორმით აცნობს ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი თვით სარტრის მსოფლმხედველობას, რომლის მთავარი პოსტულატი შეგვიძლია მისივე სიტყვებით ასე ჩამოვაყალიბოთ: "მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარი თავისა და ყველასთვის და ვქმნი ადამიანის განსაზღვრულ ხატს, რომელსაც ვირჩევ, ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს ზოგადად".
„ოთახი“ სარტრის ადრეული ნოველაა (1939), რომელშიც ავტორი სვამს კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დემენცია ნორმალური ეგზისტენციალური პოზიცია. ამასთანავე, სარტრი ირონიულად ახდენს ჯანმრთელი და შეშლილი სამყაროს პოლარიზებას და ასევე გაკვრით ეხება თემებს, რომლებსაც დეტალურად ოდნავ მოგვიანებით „ყოფიერებასა და არარაში“ განიხილავს.
1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას შექმნილი პიესა "ბუზები" ფილოსოფიურ და პოლიტიკურ თემებს ეხმიანება. ორესტეს მიერ დედის, კლიტემნესტრას, მოკვდინების ძველებრძნული მითის საფუძველზე აგებული პიესა ადამიანის პასუხისმგებლობის, თავისუფლების, დანაშაულისა და მონანიების თემებს ეხება. მასში ასევე შესაძლოა ვიშის ხელისუფლების სახეც დავინახოთ. აქედანვეა სარტრის ცნობილი ფრაზა: "ადამიანური ცხოვრება სასოწარკვეთილების მიღა იწყება".
წარმოდგენილ კრებულში გაიზიარებთ სარტრის თავსდატეხილ რისხვას ფრანსუა მორიაკს, დოს პასოსის განდიდებასა და მალარმეს შეფასებას - სარტრისათვის ჩვეული პრინციპულობითა და საკუთარი პოზიციის ურყევობის განცდით. სხვადასხვა წლებში დაწერილ ესსეთა კრებულს პირველად ვთავაზობთ ქართველ მკითხველს.
პიესის სამი პერსონაჟი საიდუმლო ოთახში ხვდება, ოთახი ჯოჯოხეთს წარმოადგენს. სამნი ერთმანეთს საკუთარ ცოდვებს უზიარებენ, ასე ფიქრობენ ჯოჯოხეთისთვის თავის დაღწევას, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, ერთმანეთის ჯალათები არიან. ეს პიესაა წყარო სარტრის ცნობილი, ხშირად მცდარად ინტერპრეტირებული გამონათქვამისა: „ჯოჯოხეთი ეს სხვებია“. პიესა დაწერილია 1944 წელს, პრემიერა იმავე წელს შედგა თეატრში „ვიუ-კოლომბიერ“.
„სიტყვები“ ჟან-პოლ სარტრის ავტობიოგრაფიული რომანია, რომელშიც ავტორი ბავშვობის მოგონებებს, წიგნებთან და ლიტერატურულ პერსონაჟებთან პირველი ნაცნობობის, მწერლად ქცევის სურვილს აღწერს. მოთხრობილია ბავშვური ილუზიებისა და ფანტაზიების შესახებ, რომლებმაც დაღი დაასვეს მწერლის ცხოვრებას. რომანი ორი ნაწილისგან შედგება - „ვკითხულობ“ და „ვწერ“. ევროპის ლიტერატურულმა წრეებმა ეს ნაწარმოები ეგზისტენციალიზმისგან სარტრის გამოჯანმრთელებად მიიჩნიეს. პირველად გამოქვეყნებულია 1963 წელს.